დაბეჯითებით მინდა გითხრათ, რომ მიწისძვრები არ გახშირებულა. უბრალოდ, ეს არის მიწისძვრები, რომელსაც ადამიანები გრძნობენ, ან ვერ გრძნობენ, – ამის შესახებ „დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, სეისმოლოგ თეა გოდოლაძემ განაცხადა.
„თქვენ რომ ნახოთ, ჩვენი შიდა მოხმარების მონაცემთა ბაზა, მინიმალური სიდიდის მაგნიტუდაც კი აღინიშნება. ასეთი კი ყოველდღიურად ხდება და თქვენ მას ვერ გრძნობთ. დღესაც დმანისში პატარა მიწისძვრა მოხდა, ხომ არ გიგრძვნიათ?!
ჩვენი საზომებით, ეს საშუალო კლასის მიწისძვრაა და არ არის ძლიერი. მე და ჩემი კოლეგები ყოველთვის აღვნიშნავთ, რომ მიწისძვრა არ გკლავთ, თქვენ გკლავთ თქვენივე შენობები. სამწუხაროდ, დღევანდელი ინფრასტრუქტურული პროექტებიდან გამომდინარე, რაც ამ ქალაქში ხორციელდება, ყოვლად დაუშვებელია. მაგნიტუდა 5 შესაძლებელია, დამღუპველიც კი იყოს. პირდაპირ ვიტყვი, მოსარიდებელი არაფერია, ამდენი უცოდინარობა კარგს არაფერს მოგვიტანს, დეველოპერების უმრავლესობა არაპროფესიონალები არიან“, – განაცხადა სეისმოლოგმა.