BBC -ის ცნობით ჰაიტიზე 7,2 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 700-ს გადააჭარბა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციის თანახმად, მაშველებმა ნანგრევებში
724 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს, დაშავებულია სულ მცირე 2 800 ადამიანი. უცნობია დაკარგულების ზუსტი რაოდენობა. რაც შეეხება მიწისძვრის ეპიცენტრს, ქალაქ სენ-ლუი დუ სუდიდან 12 კილომეტრში იყო.
რუსეთმა ქართველ მებრძოლ ქალზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა
ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ უკრაინის მხარეს მებრძოლ 28 წლის ქართველ ქალს, ნინო კახნიაშვილს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დაქირავებული მებრძოლის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში) ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა. ინფორმაციას...










