დაღუპული 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის და ანი შაქარაშვილი სოციალურ ქსელში მარიამ ხატისკაცის გიორგი შაქარაშვილის მიმართ გაკეთებულ ჩანაწერს ეხმაურება.
“1) გიო დაბადების დღეზე დაუპატიჟებლად არ წასულა, თუ ვინმე ასე თვლის ალბათ, საკუთარი თავიდან გამომდინარე
2) გიო დაბადების დღეზე წავიდა გასართობად და არა კონკრეტულად ვინმეს გამო
3) რაც შეეხება ამ გოგოს. მისი სიყვარული გიოს მიმართ მაშინ გამოიხატა, როცა მან გიოს დაკარგვის შესახებ გაიგო და სხვების მსგავსად დამალა
4) მადლობა
5) ნახვამდის “ – წერს შაქარაშვილი.
არავის აქვს უფლება განმსაჯოს – რას წერს გოგო, რომელიც გიორგი შაქარაშვილს მოსწონდა (+ფოტო)