, ჩემთვის არის ყოვლად მიუღებელი ის ფაქტი, რაც გუშინ მოხდა და მინდა ეს ფაქტი საჯაროდ დავგმო” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
“თქვენზე, ჟურნალისტებზე ძალადობა, რა თქმა უნდა არის მიუღებელი. შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს ძალიან აქტიურად, დღეს 3 პირი დააკავეს, გუშინაც დააკავეს რამდენიმე ადამიანი ადმინისტრაციული წესით, ყველა პირის იდენტიფიცირება მოხდება და რა თქმა უნდა ყველა იქნება დასჯილი, ვინც ეს ძალადობა ჩაიდინა” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.