LIVE TV
პარასკევი, ნოემბერი 14, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“„მიმინოში“ პერსონაჟი ჭაღს გააფუჭებს და რომ კითხავენ, როგორ გააფუჭეო, სკამით გავედე შემთხვევითო – აი, ასე დაინგრა თქვენი ჯებირიც ” – კობახიძე

დაპოსტა 2025/10/08-ში
28
ნახვა
გაზიარება

„მიმინო“ არის ასეთი კინო-ფილმი და იქ, ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდია- ჭაღს გააფუჭებს პერსონაჟი, როგორ გააფუჭეო, რომ ეკითხებიან, [პასუხობს,] სკამით გავედე შემთხვევითო. აი, ასე დაინგრა თქვენი ჯებირიც. რასაც მიაწვენ ის ჩამოვარდა. ჭიშკარს რომ მისწოლოდნენ ჭიშკარი ჩამოვარდებოდა, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კითხვას, 4 ოქტომბრის აქციის დღეს, აქციის მონაწილეთა მხრიდან ათონელის რეზიდენციის ღობის მორღვევაზე.

ამასთან, ირაკლი კობახიძის განმარტებით, დამხობის შესახებ ინფორმაციას ტელევიზიებიდან იღებდა.

„ტელევიზიებიდან, ტელევიზიებში საუბრობდნენ პირდაპირ იმაზე, რომ აპირებდნენ დამხობას. ეს იყო მთავარი წყარო ჩემთვის. „მშვიდობიანი დამხობა“, რა არის?.. იყო ერთ-ერთი ექსტრემისტული ორგანიზაცია, რომელმაც გამოაცხადა „ლეგიტიმური ჯიჰადი“, აი, ზუსტად იგივეა „მშვიდობიანი დამხობა“, რაც არის „ლეგიტიმური ჯიჰადი“. ამასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გენიალური გადაწყვეტილება აქვს მიღებული,რომ „ლეგიტიმური ჯიჰადი“ არ არსებობს, იგივე „მშვიდობიანი დამხობა“. დამხობა არის ძალადობრივი.

რაც შეეხება ჯებირს, მინდა შეგახსენოთ, რომ თავის დროზე, კანცელარიის შენობის წინ ზუსტად ასეთივე რკინის ღობე იყო აღმართული, რაც ცოტა ამახინჯებდა იერ-სახეს და დავსვი კითხვა, დავუსვი კითხვა მაშინდელ შს მინისტრს, რამეს აკეთებდა თუ არა ეს ღობე და იყო თუ არა რეალურად რაიმესგან დამცავი. მარტივად მითხრა, რომ ნებისმიერი 10 კაცის ძალა არის მაქსიმუმ საკმარისი იმისთვის, რომ ეს ღობე მოიშალოს. მივიღეთ მარტივი გადაწყვეტილება, არც დამცავი ეფექტი ჰქონდა, ამახინჯებდა იერ-სახეს და მაშინვე მოვშალეთ ღობე. რკინის ღობე, არის ათონელი, არის ისტორიული უბანი – თეორიულად შეიძლება, რომ იქ აღმართო ბლოკებით და აგურით აშენებული ღობე, რაც ბუნებრივია, დაამახინჯებდა იერ-სახეს. არის ის იერ-სახე, რაც უხდება ამ ულამაზეს უბანს. მარტივად შეიძლება ნებისმიერი რკინის ღობის გადანგრევა, 10 კაცის ძალა არის ამისთვის საკმარისი.

„მიმინო“ არის ასეთი კინო-ფილმი და იქ, ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდია – ჭაღს გააფუჭებს პერსონაჟი. როგორ გააფუჭეო, რომ ეკითხებიან, [პასუხობს] სკამით გავედე შემთხვევითო. აი, ასე დაინგრა თქვენი ჯებირიც. რასაც მიაწვენ ის ჩამოვარდა. ჭიშკარს რომ მისწოლოდნენ ჭიშკარი ჩამოვარდებოდა“- განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, პარლამენტთან პარლამენტთან რკინის ბარიერები ძალიან მძიმე კონსტრუქციებით არის დაცული, რაც ჭიშკარს ამახინჯებს, მაგრამ იგივე მიზანშეწონილი არ არის ათონელთან მიმართებით.

„ხვალაც რომ იყოს ამაზე საუბარი, ვერ დავამახინჯებთ, ჩვენ ათონელზე, ქალაქის ისტორიულ უბანში ასეთ მეტალის ბარიერებს ვერ გავაკეთებთ.იქ ჩვეულებრივად დარჩება ისეთივე ჭიშკარი, რაც არის აქამდე მოწყობილი, რაც არ უნდა რისკები არსებობდეს“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, მისი თქმით, 4 ოქტომბრის გეგმების შესახებ ოპერატიულ ინფორმაციას ფლობდა.

„როგორ არ მქონდა [ოპერატიული ინფორმაცია],მაგრამ დამხობა რომ უნდოდათ ეს ვიცოდი ტელევიზიიდან. ყველაზე მარტივი, რამ რაც ვიცოდი, დამხობა რომ უნდოდათ, ეს ვიცოდი ტელევიზიიდან. დანარჩენი, რა თქმა უნდა უამრავი ოპერატიული ინფორმაცია მქონდა, სუს-იდან, შსს-დან და სხვა უწყებებიდან“- განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება11

დაკავშირებული -პოსტები

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული 64 პირიდან ბრალის დადგენილება 63 დემონსტრანტს უზუსტდება

ნოემბერი 13, 2025
26
მთავარი

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 4 ოქტომბერს, სტრატეგიული ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდების ფაქტებზე, ბრალდებული...

დაწვრილებითDetails

სამხედრო ვალდებულების მოხდა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ჩარიცხვისთვის აუცილებელი წინაპირობა აღარ იქნება

ნოემბერი 13, 2025
323
მთავარი

სამხედრო ვალდებულების მოხდა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ჩარიცხვისთვის აუცილებელი წინაპირობა აღარ იქნება. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა. „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონი ადგენს, თუ ვინ განეკუთვნება საკონტრაქტო-პროფესიულ...

დაწვრილებითDetails

” ამჯერად ციხე მთლიანად გავსებული დამხვდა”- საალაშვილი

ნოემბერი 13, 2025
55
მთავარი

ბევრად მეტი ბადრაგი დამყვება ვიდრე ადრე, ეტყობა ეშინიათ, სხვები არ შემოვიერთო საკნიდან და რევოლუცია არ მოვაწყო, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილშია ნათქვამი, რომელიც მის სოციალურ ქსელში ვრცელდება. როგორც სააკაშვილი...

დაწვრილებითDetails

ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა

ნოემბერი 13, 2025
34
მთავარი

ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით კურტანიძემ გამოაცხადა. მოსამართლემ ამ გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა,...

დაწვრილებითDetails

გამოქვეყნდა დოლარის და ევროს განახლებული კურსი

ნოემბერი 13, 2025
44
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7091 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7059 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0032...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ნოემბერი 13, 2025
439
მთავარი

2025 წლის 4 ოქტომბერს, თბილისში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, სტრატეგიული ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების...

დაწვრილებითDetails

3 ცვალებადი ზოდიაქოს ნიშანი, რომელთაც განსაკუთრებული ბედი აქვთ

ნოემბერი 13, 2025
100
მთავარი

ტყუპები — სამყაროს მარადიული მოსწავლეები ტყუპები ისე ცხოვრობენ, თითქოს ყოველი დილა ახალი ფურცლიდან იწყება. მათი სტიქია — ჰაერია, მისია კი — ცოდნისა და ურთიერთობების გაცვლა. ისინი სწრაფად ერგებიან გარემოებებს, პოულობენ...

დაწვრილებითDetails

სესხის გამცემი 26 000 ლარით დააჯარიმეს

ნოემბერი 13, 2025
449
ეკონომიკა

სესხის გამცემი სუბიექტი შპს „ბინობი“ ჯამში 26 000 ლარით დაჯარიმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, შემოწმების პროცესში საფინანსოს 3 დარღვევა დაუდგინდა, რის გამოც შესაბამისი ფულადი სანქცია დაეკისრა....

დაწვრილებითDetails

თურქული სამხედრო თვითმფრინავის ეკიპაჟის ოცივე წევრის ცხედარი ნაპოვნია – შს მინისტრი

ნოემბერი 13, 2025
36
მთავარი

შსს-ს ინფორმაციით, საქართველოსა და თურქეთის შესაბამისი სამსახურების მიერ, სამდღიან უწყვეტ რეჟიმში ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბორტზე მყოფი ოცივე პირის ცხედარი...

დაწვრილებითDetails

რატომ დამაბრუნეს ჯალათებთან? ჩემი მომხრეების დაშინება უნდათ და ამასთან, ეს გზავნილია დასავლეთისთვის – მიხეილ სააკაშვილი

ნოემბერი 13, 2025
27
მთავარი

ივანიშვილი ყოველ დილას აკვიატებული ფიქრით იწყებს, აბა, დღეს ვის რა ვავნო - ანადგურებენ საქართველოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას და მანადგურებენ მეც,- ამის შესახებ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერილში წერს, რომელიც რუსთავის მე-12 პენიტენციურ...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».