დაბა სტეფანწმინდაში, ჯუთადან აბუდელაურის ტბის მიმართულებით მიმავალ ტურისტთა ჯგუფს დახმარება აღმოუჩინა საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველებმა.
112-ში შევიდა შეტყობინება, რომლის მიხედვითაც, ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ფერდობიდან დაგორდა და მდინარეში ჩავარდა ლოკაციაზე მაშველები გავიდნენ.
მათ ტურისტი, რომელსაც სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებოდა ამოიყვანეს და საკაცის საშუალებით, დაახლოებით 5 კილომეტრი მანძილი გაატარეს. საავტომობილო გზასთან მიყვანის შემდეგ კი ტურისტს დახმარება სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ჯგუფმა გაუწია. ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
დაშავებულის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.