აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან მთიან ყარაბაღში ცეცხლის გახსნის შედეგად 10 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
უწყების ცნობით, დაღუპთა შორის, სკოლის ორი მოსწავლეა. მათივე ინფორმაციით, დაჭრილია 30 ადამიანი.
ამ საკითხზე განცხადება გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.
„ამ ორი დღის განმავლობაში ჩვენ გვაქვს დანაკარგები, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობაში. სამწუხაროდ, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი იზრდება. მოკლულია 10 სამოქალაქო პირი, მათ შორის, ერთი ოჯახის ხუთი წევრი, მათგან ორი ბავშვია“, – განაცხადა ალიევმა.