ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში მომხდარი აფეთქების შედეგად მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიის ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაღუპულები 2001 წელს დაბადებული პირები არიან. წინასწარი ინფორმაციით, ნაწილში აფეთქდა საბრძოლო მასალა, რომლის გადატანასაც ახორციელებდნენ.
ე.წ. თავდაცვის არმიის ინფორმაციით, დეტალების დადგენის მიზნით გამოძიება მიმდინარეობს.