1 თებერვლიდან საქართველოს მთავრობა შეზღუდვების ნაწილის მოხსნას აანონსებს, თუმცა ჯერ დაზუსტებული არაფერია. მოქალაქეთა ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას საზოგადოებრივი ტარნსპორტის მუშაობის აღდგენა წარმოადგენს. ამ ეტაპისათვის გაჩერებულია როგორც შიდა საქალაქო , ისე საქალაქთაშორისო საზოგადოებრივი ტარნსპორტის მიმოსვლა, რაც მოქალაქეებს პრობლემებს უქმნის. განსაკუთრებით მათ ვინც მუშაობს და საკუთარი ავტომობილი არ ყავს. ამ ადამიანებს ყოვედღიურად ტაქსებით უწევთ გადაადგილება, რაც იაფი სიამოვნება ნამდვილად არაა . ვიმუშაო თუ დავჯდე სახლში – ხშირად მოქალაქეები სწორედ ამ დილემის წინაშე დგებიან და თავისა და ოჯახის გადასარჩნად კაპიკებს ითვლიან.
ხონი-ქუთაისის გზაზე ავარია მოხდა
"მეგა Tv " -ის ინფორმაციით ხონი -ქუთაისის გზაზე, სოფ. კუხში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ადგილზე პოლიციის და სასწარაფო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული. დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ცნობილი არაა. ერთ-ერთი მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი.









