ნიკა გვარამიამ გადაცემაში “მთავარი აქცენტები” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფარული მიყურადების აღმწერი დოკუმენტები წაიკითხა, რომელშიც პოლიტიკოსებზე, სასულიერო პირებზე, ჟურნალისტებზე, ბიზნესმენებზე, საჯარო მოხელეებზე თვალთვალის დროს აღმოჩენილი ინფორმაციაა აღწერილი.
ნიკა გვარამიას თქმით, თვალთვალის “მოკლე შინაარსი” სუს-ში ბიძინა ივანიშვილისთვის კეთდება და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ მუშაობს ქვეყნის უსაფრთხოებაზე.
მოპოვებულ მასალაში საუბარია ადამიანების პირად ცხოვრებაზე, სატელეფონო შეხვედრებზე, საუბრებზე და გადაადგილების მარშრუტებზე.
გავრცელებული მასალის შესახებ ოფიციალური განცხადებები ჯერ არ გაკეთებულა.