“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადვოკატთან და ტელეკომპანიის იურისტთან ერთად მივიდა.
ნიკა გვარამია ამბობს, რომ ძალოვან უწყებაში გამოკითხვაზეა დაბარებული.
“გამოკითხვაზე ვარ მოსული, ერთადერთი, ჯერ ვერაფერს ვერ გეტყვით, გამოსვლის მერე შესაძლოა კომენტარი გავაკეთო. ამ წუთში ვერ გეტყვით რას უკავშირდება… გამოსვლის მერე”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ სუს-ში შესვლამდე.