LIVE TV
შაბათი, თებერვალი 27, 2021
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

+12
megatv.ge
ახალი ამბები
No Result
View All Result
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება ა
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

მზექალა შანიძეს 95 წელი შეუსრულდა

მეგა TV by მეგა TV
დაპოსტა 2021/01/16-ში
მთავარი, საზოგადოება ა, საინტერესოა
გაზიარება

ენათმეცნიერი, ფილოლოგი მზექალა შანიძე  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1981 წლიდან) არის 100 სამეცნიერო ნაშრომის, თარგმანებისა და მონოგრაფიების ავტორი. მათ შორის: „ძველი ქართული გრამატიკული ტრაქტატი“ (1990), „ცხოვრება მეფეთ–მეფე დავითისა“ (1992), „ახლადაღმოჩენილ ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა“ (სამენოვანი წიგნის ინგლისური ნაწილის თარგმანი, ათენი, 2005).

1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

1996 წელს მიიღო ღირსების ორდენი, 1990 წელს კი აკაკი შანიძის სახელობის პრემია.

ღვაწლმოსილ მეცნიერს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა  დაბადების დღეს მიულოცა:

„აკადემიკოსი მზექალა შანიძე იუბილარია, მას 95 წელი შეუსრულდა! ვულოცავ მთელი გულით, ჯანმრთელობასა და წარმატებულ სამეცნიერო მოღვაწეობას ვუსურვებ.

მნიშვნელოვანია მზექალა შანიძის როლი ქართველოლოგიური საკითხებისა და ქართული სამწიგნობრო ტრადიციების საწყისის – ფსალმუნის ტექსტის ქართულად თარგმნის ისტორიის კვლევის საქმეში. მის სამეცნიერო ნაშრომებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის თხზულების ავთენტური ტექსტის დადგენასა და გამოცემას, აგრეთვე, სინის მთის წმ. ეკატერინეს მონასტერში ახლად აღმოჩენილ ქართულ ხელნაწერთა მეცნიერულ შესწავლას.

მზექალა შანიძე, მიუხედავად თავისი ასაკისა, გამორჩეულად თანამედროვე მეცნიერია და ამ მხრივ მისაბაძი შემდგომი თაობებისთვის.

კიდევ ერთხელ ვულოცავ იუბილეს მართლაც გამორჩეულ მეცნიერს, ქალბატონ მზექალა შანიძეს და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ!“-ნათქვამია მინისტრის მილოცვის წერილში.

მასალაში გამოყენებულია https://ka.wikipedia.org/ -ის მასალა

გაზიარება10

“მიცვალებული მეორედ გარდაიცვალა”-რა ხდება საფიჩხიის სასაფლაოზე?

თებერვალი 22, 2021
9.4k

ქუთაისში, ერთერთი ყველაზე ძველი, საფიჩხიის სასაფლაო ნელ-ნელა იძარცვება. სასაფლაოებიდან, ბიუსტები და წარწერები, საფლავის ქვები იკარგება. რა ვითარება დახვდა მეგა ტვ-ის...

ნაცებო გაიპარეთ ძილში, მიწაში – რა მოხდა ქუთაისის ცენტრალურ ბაღში (+ვიდეო)

თებერვალი 19, 2021
5.4k

გაიპარეთ ძილში ნაცებო - ეს წარწერა მოქალაქემ ქუთაისის ცენტრალუ ბაღში ოპოზიციისა და სამოქალაქო ატივისტების მიერ გაშლილ კარავზე გააკეთა. ერთ-ერთმა აქტივისტმა...

ქუთაისში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა

თებერვალი 21, 2021
4.1k

ქუთაისში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ გამსახურდიას ქუჩაზე, კიკვიძის ძეგლთან მოხდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ ავტომობილი ახალგაზრდა ქალს დარჯახა....

გისაყვედურე იმიტომ რომ აღარ გავდი ადამიანს – ქუთაისში Covid19-ს ექიმი ემსხვერპლა

თებერვალი 22, 2021
2.6k

ქუთაისში კორონავირუსისს კიდევ ერთი ექიმის სიცოცხლე ემსხვეპლა. 36 წლის ავთო ბურჯალიანის გარდაცვალების შესახებ მისი კოლეგები სოციალურ ქსელში წერენ: Covid19 -თან...

მთავარი

“მიცვალებული მეორედ გარდაიცვალა”-რა ხდება საფიჩხიის სასაფლაოზე?

თებერვალი 22, 2021
9.4k
megatv.ge





+12









ბოლოს დამატებული ამბები

5 წლის გიორგის ქიმიოთერაპიისა და წამლებისთვის დახმარება სჭირდება

თებერვალი 27, 2021
No Result
View All Result

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება ა
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

შედით თქვენს ანგარიშზე

Forgotten Password?

Fill the forms bellow to register

All fields are required. შესვლა!

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

შესვლა!

დაამატე ახალი Playlist