LIVE TV
ოთხშაბათი, იანვარი 20, 2021
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

+12
megatv.ge
ახალი ამბები
No Result
View All Result
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება ა
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

მე ჩემს შვილებს არ ვყიდი – რა ხდება რეფერალურ საავადმყოფოში

მეგა TV by მეგა TV
დაპოსტა 2020/05/11-ში
მთავარი, საზოგადოება ა
გაზიარება

ხმაური იყო დღეს  თბილისის რეფერალურ კლინიკაში – ოჯახი ჩვილის დაბრუნებას ითხოვს.

ქალი, რომელმაც ამ საავადმყოფოში იმშობიარა, აცხადებს, რომ შვილი სახლში არ გაატანეს და ახალშობილი სოციალურმა სამსახურმა შესაბამის დაწესებულებაში ოჯახის ნებართვის გარეშე გადაიყვანა.

დედა ამბობს, რომ ბავშვი ნაადრევად გაჩნდა, ამიტომ რამდენიმე თვე სამშობიაროში უნდა დარჩენილიყო.

ბავშვის ოჯახი ასევე ვარაუდობს, რომ მიზეზი, რის გამოც შესაძლოა სოციალურმა სამსახურმა ახალშობილი უნებართვოდ წაიყავანა, მათი სოციალური მდგომარეობა იყოს.

ბავშვის დედა ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ბავშვი მასთან ცხოვრობდეს.

“მე “სტაიანკაზეც” ვმუშაობ, თუ ზემოთ ტრასაზე ვდგავარ და 20 თეთრს ვაგროვებ თუ რას ვაკეთებ, მე მინდა ჩემი შვილები ჩემ გვერდით იყვნენ და ჩემ გვერდით გაიზარდონ. სოციალური მუშაკი, იმის მაგივრად რომ დაგვეხმარონ და გვერდზე დაგვიდგნენ, ბავშვს იტაცებენ და უკანა კარრიდან მიყავთ”, –  ამბობს ბავშის მამა ალექსანდრე აბოვიანი.  

“ჩემი შვილი დამიბრუნეთ, ჩემს შვილს მივხედავთ ჩვენ. ჩემი შვილები ტირიან, თავისი დაიკოს ნახვა უნდათ. ჩემი შვილი სხვასთან რატომ უნდა გაიზარდოს, როცა მე მაქვს ჩემი შვილის გაზრდის შესაძლებლობა. ჩემს შვილს არაფერს მოვაკლებ, ფეხშიშველა ვივლი. ქუჩაში დავდგები ჩემი შვილების გულისთვის და მოწყალებას ვითხოვ. მე ჩემს შვილებს არ ვყიდი. თუ დახმარება უნდა და მოწყალება რომ არ მოვითხოვო, ჩემს გვერდით დადგეს”, – ამბობს ბავშვის დედა მარიამ გეთიაშვილი.

ევექსის კლინიკის ექიმის განცხადებით, ოჯახს ბავშვის გამოყვანა ჯერ არ შეეძლო, რადგან ბავშვი ექვსი თვის დაიბადა და მას ზონდით კვება სჭირდებოდა. მოგვიანებით კი ბავშვი კლინიკიდან ჩუმად, სოციალური მუშაკის დახმარებით და მონაწილეობით გაიყვანეს.

ამ დრომდე გაურკვეველია, სად იმყოფება ბავშვი. ოფიციალური განმარტებები არ გაკეთებულა არც ევექსის კლინიკის ხელმძღვანელობის და არც ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მხრიდან.

არაერთხელ გააფრთხილეს სოცმუშაკებმა – რა გახდა სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის ბავშვის ჩამორთმევის მიზეზი – ახალი დეტალები

გაზიარება24125
megatv.ge





+12









ბოლოს დამატებული ამბები

ქუთაისის “სპეციალური სერვისები” თოვლის გამო საგანგებო მდგომარეობაზე გადავიდა

იანვარი 20, 2021
No Result
View All Result

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება ა
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

შედით თქვენს ანგარიშზე

Forgotten Password?

Fill the forms bellow to register

All fields are required. შესვლა!

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

შესვლა!

დაამატე ახალი Playlist