რუმინეთის ქალაქ კონსტანტაში, ერთ-ერთი საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.
ინციდენის შედეგად 9 ადამიანი გარდაიცვალა.
საავადმყოფოში ჯამში 113 პაციენტი იმყოფებოდა, მათ შორის ათი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.
საავადმყოფოს პერსონალი და პაციენტები ევაკუირებულნი არიან.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.