სისხლიანი გარჩევა თბილისის ცენტრში – „ლაგუნა ვერესთან“ მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულების ნაწილი დუმის არღვევს.
მკვლელობაში ბრალდებული კობა მეტრეველი ამბობს, რომ მან გასროლით მარლენ მეტონიძის სიცოცხლე გადაარჩინა.
მე მკვლელი არ ვარ, მე დავიცავი დასაცავი ობიექტი, ჩემი და გვერდით მყოფი პირების სიცოცხლე”, – განაცხადა მეტრეველმა.
საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით გიორგი გელოვანმა მოსამართლეს უთხრა, რომ “ის არა ციხეში, არამედ ფსიქაიატრიულში უნდა იყოს”. მისი თქმით, აცნიბიერერბს რომ პოლიციაში უნდა დაერეკე, თუმცა ირწმუნება, რომ სიმაღლის შიში აქვს და ზარი ამიტომ ვერ განახორციელა:
სიმაღლის შიში მაქვს და მე-4 სართულიდან გადმოვხტი, არაადამიანურ მდგომარეობაში ვიყავი. „კაპეზეში“ კი არა, ფსიქიატრიულში უნდა ვიყო, ისეთი რამ გამოვიარე. ახლა ვხვდები, რომ უნდა დამერეკა, მაგრამ იმ მომენტში ამას ვერ ვაანალიზებდი“, – განაცხადა გელოვანმა.
ბიზნესმენ მარლენ მეტონიძის დაცვის წევრმა, გიორგი ასლანიშვილმა კი თქვა, რომ მან მეტონიძე ადგილიდან გაიყვანა
ჩემი პირდაპირი მოვალეობა იყო დაჭრილი, შენობიდან გამეყვანა, დერეფანში სროლა იყო, ზურგით ვიყავი და შეიძლება მეც მოვმკვდარიყავი, განერვიულებული და შოკურ მდგომარეობაში ვიყავით. იმ მომენტში საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ სიტუაციას გავრიდებოდით, – განაცხადა ასლანიშვილმა.
სისხლიანი გარჩევა თბილისის ცენტრში 3 აპრილს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ორმხრივი სროლა გიორგი ქველიაშვილის კუთვნილი საგზაო კომპანიის ოფისში მოხდა. დაიჭრა რამდენიმე პირი, კონსტანტინე ქობულია და ვახტანგ გურგენიძე კი მოკლეს.
გახმაურებულ საქმეზე გომელაურის უწყებამ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი პირი დააკავა.
თბილისის ცენტრში მოხმდარი სისხლიანი გარცევის საქმეზე ამ დრომდე 5 პირია დაკავებული – კობა მეტრეველი, გიორგი გელოვანი, გიორგი ასლანიშვილი, გიორგი პეტრუშკოვი და გიორგი ქველიაშვილი.
რაც შეეხება საქმის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტს, ბიზნესმენ მარლენ მეტონიძეს, მან საავადმყოფო დატოვა, თუმცა გამოძიებისთვის ჩვენება ამ დრომდე არ მიუცია