“იმ ხალხის გასაგონად ვისაც ჩემთვის სიტყვა “თავისუფლება” არ ემეტება და მხოლოდ “ადეკვატური მკურნალობით” იფარგლება.
მეგობრებო, მე აქ სამკურნალოდ არ ჩამოვსულვარ. თავი გავწირე ქვეყნის გადასარჩენად. თქვენც ხომ კარგად იცით, რომ სრულიად ყალბი ბრალდებებით ვარ “გასამართლებული” და თავიდან ბოლომდე პოლიტიკური პატიმარი ვარ.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი მაინც გამათავისუფლებს და თქვენგანაც ველი მეტ გამბედაობას. ბოლოსდაბოლოს ევროპარლამენტი, პოლონეთის და ლიტვის სეიმები, საფრანგეთის და უკრაინის პრეზიდენტები ითხოვენ ჩემს გათავისუფლებას.
მე ერთი წუთით არ ვეგუები ამ უსამართლო, პუტინის პირად პატიმრობას!
ვაპირებ ბოლომდე ბრძოლას თავისუფლებისთვის და თქვენი იმედი მაქვს ასევე,” | წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
ძალიან მაგარი 3 ქულა ავიღეთ,”საბურთალოსთან” გასვლაზე იოლი არ არის გამარჯვება-გიორგი მიქაძე
"ძალიან მაგარი თამაში მოვიგეთ,კარგად ვითამაშეთ მე ვთვლი.შეტევაშიც არ გამოვიყურებოდით ცუდათ,ბევრი მომენტი შევქმენით მაგრამ სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ.დაცვაშიც მგონია რომ ნორმალურად ვითამაშეთ.ძალიან მაგარი 3 ქულა ავიღეთ,საბურთალოსთან გასვლაზე იოლი არ არის გამარჯვება.უნდა მოვემზადოთ...