უკრაინაში დაღუპული მებრძოლის დავით გობეჯიშვილის ოჯახმა ჯერჯერობით არ იცის კონკრეტულად რომელ ქალაქსა და რა ვითარებაში დაიღუპა ქართველი მებრძოლი.
დაღუპული გმირის მეუღლე მარიკა კუბლაშვილი ამბობს, რომ მისი მეუღლე 5 დღის წინ ჩავიდა უკრაინაში.
“მე არ გავჩერდები, იქით უნდა წავიდეო. აფხაზეთიდან იყო, 16 წლის იყო იქ რომ ომი დაიწყო და იბრძოდა იქიდან მოყოლებული, პარტიზანი იყო, აგვისტოს ომშიც იბრძოდა. ახლა პოლონეთში იყო და გვითხრა უკრაინაში უნდა გადავიდეო. ვეხვეწე ბევრი არ წასულიყო, არაო ასე ამბობდა, ჩემ შვილებამდე უნდა მოვიდნენ მაინცდამაინცო?! შვილებს წერდა, მიყვარხარ მა, არ შეგარცხვენთ, არ შეგეშინდეთო”,- ამბობს დაღუპულის მეუღლე.
მისთვის ჯერ არაფერია ცნობილი გადმოსვენების თაობაზე. 2008 წლის აგვისტოს ომების მონაწილე. სოხუმიდან დევნილი დავით გობეჯიშვილი ტყიბულში ცხოვრობდა.
Infoimereti.ge