LIVE TV
კვირა, თებერვალი 8, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“მეწყვილეები იყვნენ იმ დღეს. აუხსნელია, რატომ უნდა დაეხოცათ ერთმანეთი” – ცაგერის საკრებულოს თავმჯდომარე

დაპოსტა 2019/11/27-ში
109
ნახვა
გაზიარება

მეწყვილეები იყვნენ. აუხსნელია, რატომ უნდა დაეხოცათ ერთმანეთი, – ამის შესახებ ცაგერის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა რაიონში მომხდარი მკვლელობის შესახებ საუბრობს, რა დროსაც, სავარაუდოდ, ორმა პოლიციელმა ერთმანეთს ესროლა.

პოლიციელების დაპირისპირების საკითხზე, რომელიც მკვლელობით დასრულდა, რამდენიმე პირს kvirispalitra.ge ესაუბრა.

“ორივეს პირადად ვიცნობდი, კარგი ადამიანები იყვნენ. გოჩა ლენტეხიდან იყო. მესამე დაჭრილი ადგილობრივია, რომელიც შეესწრო ამ ამბავს. ხელოსანი კაცია, გაშველებას ცდილობდა და მიიღო დაზიანება. ბიჭები პატრულირებდნენ ამ ტერიტორიაზე. ეს სოფელი დაშორებულია ცაგერიდან. მეწყვილეები იყვნენ იმ დღეს. აუხსნელია, რატომ უნდა დაეხოცათ ერთმანეთი. ჩვენთან ზოგადად კადრები ძალიან მწირია და ამიტომ ძალიან რთულია მთელი რაიონის სრული კონტროლი. არ ვიცით, რა მოხდა. მანქანიდან გადმოსულები იყვნენ სოფელ ლაჯანას ცენტრში და იქ მოხდა შელაპარაკება. თვითმხილველი ის დაზარალებული პირია. გოჩა ადგილზე დაიღუპა, რომეო საავადმყოფოში. დაველოდოთ გამოძიებას. ძალიან მძიმე ამბავი მოხდა”, – აცხადებს ცაგერის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მოკლული პოლიციელი რომეო მანდარია “ქართული ოცნების” დეპუტატის, კარლო კოპალიანის ძმისშვილის მეუღლეა.

“რომეო ადგილობრივი იყო, 37 წლის. აგრესიული პიროვნება არ ყოფილა, მშვიდი და კარგი ადამიანი იყო. წლებია პოლიციაში მუშაობს და არასოდეს გაგვიგია მასზე ცუდი. ორი შვილის მამაა. რა მოხდა იქ, ნამდვილად არ ვიცით. მეორე პოლიციელი გოჩა ონიანია, ლენტეხის რაიონიდან. მინახავს ეს პიროვნებაც, ეკლესიური ადამიანი იყო, ხშირად ვხედავდი ტაძარში. რა მოხდა და რატომ მივიდა საქმე აქამდე, არ ვიცით. როგორც გავიგეთ, მესამე პირი ადგილობრივია, რომელიც შეესწრო ფაქტს. არასოდეს ამ ბიჭებს შორის უთანხმოება არ გაგვიგია. მიზეზები სამართალდამცავებმა უნდა დაადგინონ”, – აღნიშნავს ცაგერის მკვიდრი აკაკი პირველი.

შეგახსენებთ, ცაგერის სოფელ ლოჯანაში პოლიციელებს შორის მომხდარი შელაპარაკება მკვლელობით გუშინ, 27 ნოემბერს დასრულდა. მოკლულია ორი პოლიციელი და დაჭრილია კიდევ ერთი ადგილობრივი პირი – 60 წლის მურთაზ სილაგაძე, რომელიც შეესწრო ფაქტს და როგორც ამბობენ, მოჩხუბარი პოლიციელების გაშველებას შეეცადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ. საქმეში სამართალდამცავები ჩაერთვნენ და დაწყებულია გამოძიება. საქმეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი იძიებს. მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს.

თეგები: მკვლელობა
გაზიარება48

დაკავშირებული -პოსტები

პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

თებერვალი 7, 2026
19
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ტელეკომპანია პირველისა და ტაბულას მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის (ირაკლი ნადირაძე, ირაკლი ქერაშვილი და გურამ მირცხულავა) სატელეფონო ზარების შეზღუდვასთან დაკავშირებით. „ბრალდებულს პატიმრობის აღსრულებისას, აგრეთვე მსჯავრდებულს თავისუფლების...

დაწვრილებითDetails

წყალტუბოში,ლიტერატურული კომპოზიცია „მსახური ღვთისა და კაცისა“ გაბრიელ ეპისკოპოსის მოღვაწეობას მიეძღვა

თებერვალი 7, 2026
19
მთავარი

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის დაბადებიდან 200 და გარდაცვალებიდან 130 წელი გავიდა. 7 თებერვალს წმინდანის ხსენების დღე აღინიშნება. წყალტუბოს წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში ლიტერატურული კომპოზიცია „მსახური ღვთისა და კაცისა“ ქართველი...

დაწვრილებითDetails

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით

თებერვალი 7, 2026
62
მთავარი

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ახალი თაობის, განახლებული დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, მათი უსაფრთხოება კიდევ უფრო გაძლიერებულია თანამედროვე დამცავი ნიშნებით და სრულად...

დაწვრილებითDetails

ამ ხრიკის დახმარებით ინტერნეტის სიჩქარეს 3-ჯერ გაზრდით

თებერვალი 7, 2026
23
მთავარი

სახლში ინტერნეტის სიჩქარე რომ გაზარდოთ, რამდენიმე ხრიკი გამოიყენეთ. 1. სახლის ცენტრში დადეთ როუტერი, რომელიც Wi-Fi-ს ავრცელებს, ბინის ცენტრში უნდა იყოს. ამ შემთხვევაში ტალღები თანაბრად გადანაწილდება და სახლის ყველა კუთხეს მიწვდება...

დაწვრილებითDetails

სოფელ ნერგეეთში დატრიალებული ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა

თებერვალი 7, 2026
2.5k
მთავარი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში დატრიალებული ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა. ღამის პირველი საათი და 46 წუთი – სოფელ ნერგეეთში დრო სწორედ ამ წამიდან გაჩერდა. შუაღამით მოვარდნილმა მეწყერმა 9 ადამიანი, მათ შორის...

დაწვრილებითDetails

ცნობილია მოზარდის ვინაობა, რომელიც ბათუმში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა

თებერვალი 7, 2026
302
მთავარი

ბათუმში, 6 თებერვალს ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 16 წლის მოზარდი,ალექსანდრე მამალაძეა. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი ხიდიდან გადავარდა. წინასწარი ვერსიით, იგი შესაძლოა სატვირთო მატარებელს ან მაღალი ძაბვის ელექტროსადენებს...

დაწვრილებითDetails

ვის და რა შემთხვევაში შეუძლია საპენსიო დანაზოგის ნაადრევად გამოტანა

თებერვალი 7, 2026
26
მთავარი

ამჯერად ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი უპასუხებს შეკითხვებს.   კომუნისტების დროს მამას მამკოდის ფერდობზე სამსახურიდან აღებული ჰქონდა 600 კვმ მიწის ნაკვეთი. რომელიც რეგისტრირებული არ ყოფილა...

დაწვრილებითDetails

300, 500 და 1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

თებერვალი 7, 2026
13
მთავარი

თბილისის მერია სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილებისთვის მატერიალური დახმარების პროგრამას აგრძელებს. პროგრამის ბენეფიციარები არიან ქალაქ თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც ახალშობილის დაბადების თარიღისთვის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში...

დაწვრილებითDetails

ტრაგედია ბათუმში – 16 წლის ბიჭი ხიდიდან გადავარდა და დაიღუპა

თებერვალი 7, 2026
9
მთავარი

ბათუმში, ბონის ბაზართან მდებარე სარკინიგზო ხიდიდან 16 წლის ბიჭი გადავარდა და დაიღუპა. ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მოზარდი ხიდიდან ვარდნის შედეგად სარკინიგზო ხიდის ქვეშ მდებარე სატვირთო მატარებლის ვაგონზე დაეცა. პირველადი ინფორმაციით, შემთხვევა...

დაწვრილებითDetails

ხადას ხეობაში ტურისტი ზვავმა ჩაიტანა

თებერვალი 7, 2026
90
მთავარი

ხადას ხეობაში ტურისტი ზვავმა ჩაიტანა. საბედნიეროდ ტურისტმა მაშველებთან დაკავშირება შეძლო. გუდაურის სამაშველო ჯგუფმა ადგილზე დროულად მისვლა შეძლო და ტურისტი უსაფრთხოდ ამოიყვანა.

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».