მექსიკაში დააკავეს ქალი, სახელად ლეონორა, რომელმაც ქმარს, ხუანს რამდენიმე ჭრილობა მას შემდეგ მიაყენა, რაც მეუღლის ტელეფონში ფოტოები აღმოაჩინა, რომელშიც ჩანდა, რომ კაცს ვიღაც ქალთან ჰქონდა სექსუალური ურთიერთობა.
ინფორმაციას ამის შესახებ Dailymail-ი ავრცელებს.
მოგვიანებით გაირკვა, რომ ტელეფონში შენახულ ახალგაზრდა ქალის ფოტოებზე თავად ლეონორა იყო გამოსახული. მან თავისი თავი ახალგაზრდობაში გადაღებულ ფოტოებზე ვერ იცნო და იფიქრა, რომ ქმარი სხვა ქალთან ღალატობდა.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია მეზობლებმა მას შემდეგ გამოიძახეს, რაც სახლიდან ყვირილის ხმა გაიგეს.
პოლიციამ ლეონორა დააპატიმრა. მისი ქმარი, ხუანი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.