ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ პრემიერა გაიმართა.
დღეს 17:00 საათზე სპექტაკლებს მონატრებულნა მაყურებელმა “ელისი საოცრებათა ქვეყანაში” იხილა. ლუის კეროლის ცნობილი ზღაპარი, ამჯერად რეჟისორის – ელენე მაცხონაშვილის ინტერპრეტაციით დაიდგა.
ეს არის სპექტაკლი მთელი ოჯახისთვის.
ცხადისა და სიზმრის ზღვარზე, ანუ ზღაპარი-ფანტასმაგორია ერთ მოქმედებად თოჯინებისა და „ნამდვილი“ მსახიობების მონაწილეობით სპექტაკლი ბავშვებისა და უფროსებისათვის შეიქმნა. ქუთაისის მესხიშვილის სახელობის პროფსიული თეატრის მსახიობებმა უჩვეულო ამპლუა მოირგეს და მაყურეელს ზღაპრული პერსონაჟების თავგადასავალი წარუდგინეს საოცრებათა ქვეყანაში ელისთან ერთად.