გუშინ კორონავირუსით გარდაცვლილი 31 წლის რუსუდან კოკობინაძე თავდაპირველად ბათუმის სამშობიარო სახლში გადიოდა მკურნალობის კურსს. გარდაცვლილის და, მირანდა კოკობინაძე, საავადმყოფოს მედპერსონალს გულგრილობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მისი დის გარდაცვალება ექიმების უყურადღებობამ გამოიწვია, რადგან სამედიცინო დახმარება დროულად არ აღმოუჩინეს.
„როგორც კი დაუდასტურდა კორონავირუსი, გადაიყვანეს კლნიკაში. მიუხედავად იმისა, რომ გვარწმუნებდნენ, უკეთესად არის და ყველაფერს ვაკეთებთ პაციენტისთვისო, არ აქცევდნენ სათანადო ყურადღებას. ეუბნებოდა ამის შესახებ დედაჩემსაც და მეც“ – აცხადებს გარდაცვლილის და
გარდაცვლილის და მიმოწერას ასაჯაროებს.
შეგახსენებთ, გუშინ „მედინაში“ 31 წლის მელოგინე რუსუდან კოკობინაძე გარდაიცვალა. მას საკეისრო კვეთა 25 ნოემბერს ჩაუტარდა და პირველი შვილი, ბიჭი, შეეძინა. „მედინას“ კლინიკური მენეჯერის ინფორმაციით, პაციენტს ფილტვის 23 ქულიანი დაზიანება ჰქონდა.