“საქართველოში ვრცელდება ტყუილი, თითქოს ეს იყოს რაიმე ქართული გამოგონება კომენდანტის საათის და შეზღუდვის. გადახედონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, თითქმის ყველგან მოქმედებს კომენდანტის საათი და შეზღუდვა. ეს მესამე ტალღა ჩვენსკენ მოექანება და ჩვენკენაც არ არის გამორიცხული, იმ შემთხვევაში თუ არ იქნება დაცული შეზღუდვა, ეს მესამე ტალღა მოვიდეს და შემდეგ უკვე ყველა დაიწყებს ვაი-ვიშვიშს. ჯობია აქედანვე სერიოზულად მოიქცეს ყველა, დაემორჩილოს იმ წესებს, რომელიც არის”.
თქვა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესებასა და შეზღუდვების შესაძლო გამკაცრებაზე