“მეორე გზავნილი უკავშირდება რუსეთის აგრესიას უკრაინაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და გავაგრძელებთ ამ პროცესს, სანამ საჭიროა და მკაფიოდ დავგმობთ მოძალადეს და საქართველოს ხელს შევუწყობთ ამ პროცესში, ქვეყნის მხარდაჭერაში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ყველაზე მჭიდრო პარტნიორები კოორდინირებულად მუშაობდნენ საერთაშორისო დონეზე, რომ იზოლირებული იქნეს რუსეთი. და ძალიან მივესალმებით იმ მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ არის მიმართული. მნიშვნელოვანია, რომ მკაფიოდ ითქვას და იქნეს აღიარებული ეს ფაქტი. ასევე უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ ფრენები აღდგა საქართველოსა და რუსეთს შორის. ეს არის ის გზავნილი, რომელიც უკავშირდება საქართველოს საგარეო პოლიტიკას” | ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა, საქართველოს პრემიერმინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა
რომში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
რომში საცხოვრებელ ბინაზე ქურდობის მცდელობისთვის ორი ქართველი დააკავეს. რომში სამართალდამცველებმა ორი ქართველი მოქალაქე დააკავეს საცხოვრებელ სახლში შეღწევის მცდელობის ბრალდებით. ადგილობრივი მედიის ცნობით, 35 და 42 წლის მამაკაცები მაშინ აიყვანეს, როცა ბინის...










