LIVE TV
ოთხშაბათი, დეკემბერი 17, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები შარლ მიშელს მიმართავენ

დაპოსტა 2021/07/19-ში
25
ნახვა
გაზიარება

მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ევროპული საქართველო პრეზიდენტს, შარლ მიშელს ღია წერილით მიმართავენ:

ევროპული საბჭოს პრეზიდენტს,

ბატონ შარლ მიშელს,

ბატონო პრეზიდენტო მიშელ, 

დიდი მადლობა თქვენ და ევროკავშირის ელჩს იმ ძალისხმევისა და უწყვეტი ჩართულობის გამო, რასაც თქვენ საქართველოში კანონის უზენაესობისა და ძირითადი თავისუფლებების მხარდასაჭერად ახორციელებთ.

გულითადად მივესალმებით ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის სულისკვეთებას გააღრმავოს და გააძლიეროს ევროკავშირსა და აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას, შორის არსებული ურთიერთობები. ამ წერილის ხელმომწერი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები თქვენს ძალისხმევას კიდევ უფრო მნიშვნელოვნად მივიჩნევთ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე.

მმართველმა პარტიამ არ შეასრულა ევროკავშირისა და აშშ-ს მედიაციით 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმება. ამით მან კიდევ უფრო შეარყია საზოგადოების ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა გამოიწვია. არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ სასამართლოს არსებითი რეფორმის განხორციელებამდე შეჩერებულიყო მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურები, მმართველმა პარტიამ უზენაესი სასამართლოს ექვსი მოსამართლე დაამტკიცა. „ქართულმა ოცნებამ“ უგულებელყო კრიტიკა როგორც ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების, ასევე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მხრიდან.

არ ჩანს პოლიტიკური ნება, რომ ძირეულად შეიცვალოს ქვეყნის საარჩევნო სისტემა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადადგომის მიუხედავად, საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობა კვლავ პრობლემურია. თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობისა და სერიოზული დარღვევების ალბათობის გამო საერთაშორისო და ადგილობრივი აქტორები

ინტენსიურად უნდა დააკვირდნენ და შეისწავლონ საარჩევნო პროცესი. 

ამ თვეში დაშვებულმა ჰომოფობიურმა ძალადობამ საფუძველი შეურყია ქვეყანაში ადამიანის ძირითად უფლებებს და ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს დემოკრატიული მისწრაფებები.

საქართველოს მთავრობამ ვერ დაიცვა საკუთარი მოქალაქეები და წაახალისა ულტრამემარჯვენე ჯგუფების ძალადობა, რომლებიც აგრეთვე სარგებლობდნენ მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების მხარდაჭერით. “თბილისი პრაიდის” მსვლელობა გაუქმდა, ხოლო ულტრამემარჯვენე მოძალადე ჯგუფები არასაკმარისი საპოლიციო დაცვის ფონზე, თავს დაესხნენ ჟურნალისტებს. ამ ძალადობის შედეგად ფიზიკურად დაზიანდა ათობით ჟურნალისტი, გარდაიცვალა ოპერატორი ლექსო ლაშქარავა. საზოგადოება მძიმედ არის ტრავმირებული. აქვე უნდა ითქვას, რომ საქართველოს მედიამ და სამოქალაქო საზოგადოებამ გამოიჩინეს უპრეცედენტო სოლიდარობა და მზაობა, რომ დაიცვან ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება და თანასწორობა.

მიუხედავად რამდენიმე პირის დაკავებისა, ძალადობის ორგანიზატორები დაუსჯელები არიან, მმართველი პარტია აგრძელებს მედიაზე თავდასხმას, კრიტიკულ მედიასაშუალებებს კი ბოიკოტს უცხადებს, რითაც არღვევს საქართველოს ვალდებულებებს, დაიცვას გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების სტანდარტები.

დღეს, ისე როგორც არასდროს, მოველით, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები ერთად დადგებიან ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის ძირითადი თავისუფლებების დასაცავად.

გთხოვთ, გააგრძელოთ საქართველოს ხელისუფლებასთან აქტიური კომუნიკაცია და გააკეთოთ საჯარო განცხადებები ქვეყანაში დემოკრატიულ ჩავარდნებზე და იმუშაოთ სამოქალაქო საზოგადოებასთან იმისათვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის სვლა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ.

პატივისცემით,

1. Alliance of Broadcasters – AB / მაუწყებელთა ალიანსი

2. Institute for Development of Freedom of Information – IDFI / ინფორმაციის თავისუფლების

განვითარების ინსტიტუტი

3. International Society for Fair Elections and Democracy – ISFED / სამართლიანი არჩევნების და

დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

4. Transparency International – Georgia / საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო

5. Georgian Young Lawyers Association – GYLA / საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა

ასოციაცია

6. Georgian Charter of Journalistic Ethics / საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

7. Georgian Democratic Initiative – GDI / საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

8. Georgian Association of Small and Medium Telecommunication Operators /საქართველოს

მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია

9. Rights Georgia / უფლებები საქართველო

10. Open Society Foundation / ღია საზოგადოების ფონდი OSGF

11. Georgian Regional Media Association – GRMA / საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია

12. Liberal Academy Tbilisi / ლიბერალური აკადემია თბილისი

13. Media Development Fund / მედიის განვითარების ფონდი

14. Media Rights / მედიის უფლებები

15. Media Club / მედია კლუბი

16. TV Network / სატელევიზიო ქსელი

17. Civil Society Institute (CSI) – სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი

18. Democratic Research Institute (DRI) / დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი

19. Human Rights Center (HRC) / ადამიანის უფლებათა ცენტრი

20. Shame Movement / მოძრაობა სირცხვილია

21. Social Justice Center / სოციალური სამართლიანობის ცენტრი

22. Sapari / საფარი

23. Partnership for human rights / პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის

24. Pen Center / პენცენტრი

25. Media and Communication Educational and research Center / მედიის და კომუნიკაციის

საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი (MCERC)

26. Independent Journalists’ House /თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

27. Green Sector / მწვანე სექტორი

28. Mtavari arkhi / Მთავარი არხი

29. Formula / ფორმულა

30. TV PIRVELI /ტვ პირველი

31. TV Kavkasia / ტელეკომპანია კავკასია

32. Media Holding Hereti / მედიაჰოლდინგი ჰერეთი

33. Newspaper Batumelebi /გაზეთი ბათუმელები

34. Netgazeti /ნეტგაზეთი

35. Indigo Media / ინდიგო მედია

36. Publika / პუბლიკა

37. Tabula / ტაბულა

38. Media Holding Kronika / მედიაჰოლდინგი ქრონიკა

39. Media.Ge /მედია.ჯი

40. Investigative Journalists’ Team “iFact” / გამომძებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი”

41. Internews Georgia /ინტერნიუსი საქართველო

42. Openrustavi.Ge/ ღია რუსთავი.ჯი

43. Media Group Rusavi / რუსთავის მედია ჯგუფი

44. Guriismoambe.com / გურიის მოამბე

45. Metronom.ge / მეტრონომ.ჯი

46. Kutaisi Today /ქუთაისი თუდეი

47. Radio old town / რადიო ძველი ქალაქი

48. Dailyunfo.ge

49. At.ge

50. FirtsNews.ge

51. News Agency Expressnews

52. TV akhali / ტელეკომპანია ახალი

53. TV Odishi / ტელეკომპანია ოდიში

გაზიარება10

დაკავშირებული -პოსტები

რომელი თვეები იქნება ყველაზე იღბლიანი 2026-ში

დეკემბერი 16, 2025
187
მთავარი

2026 წელი ასტროლოგიურად ძლიერი შესაძლებლობების პერიოდია, თუმცა წლის განმავლობაში გამოიკვეთება რამდენიმე თვე, როცა იღბალი, ფინანსური წარმატება და ცხოვრების პოზიტიური ცვლილებები განსაკუთრებით აქტიურდება. ამ პერიოდში შანსები უფრო ადვილად მოდის, გადაწყვეტილებები კი...

დაწვრილებითDetails

ლოცვა,რომელიც ბარბარობას უნდა წაიკითხოთ

დეკემბერი 16, 2025
284
მთავარი

ტროპარი: ქალწულებითა განშვენებულო და წამებითა გაბრწყინვებულო, სასწაულთა მოქმედო, სენთა და ბუგრთა მკურნალო, დიდო ქალწულმოწამეო ბარბარე, მეოხ გვეყავ ჩუენ ცოდვილთა. სხვა ტროპარი: ბარბარესა წმიდასა პატივს-ვსცემდეთ, რამეთუ მტერისა საფრხენი შემუსრნა, და ვითარცა სირი განერა...

დაწვრილებითDetails

დაშავებული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა – ავარია სამეგრელოში

დეკემბერი 16, 2025
200
მთავარი

ზუგდიდი-ანაკლიის ცენტრალური მაგისტრალზე, სოფელ ახალკახათთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 42 წლის ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ქალი ავტომობილიდან გადმოვიდა. საჭესთან მჯდომი პირი დაკავებულია.

დაწვრილებითDetails

რამდენ მძღოლს და რატომ აქვთ შეჩერებული მართვის მოწმობა

დეკემბერი 16, 2025
211
მთავარი

არსებული სტატისტიკის მიხედვით, დღეის მდგომარეობით მართვის მოწმობა 35 445 მძღოლს აქვს შეჩერებული. შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები პარლამენტში წარდგენილ პროექტს ახლავს თან. უფრო კონკრეტულად, ალკოჰოლური თრობის საფუძვლით მართვის მოწმობა 18 310 პირს...

დაწვრილებითDetails

დააკავეს ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 49 პირი

დეკემბერი 16, 2025
798
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 49 პირი დააკავა და 14 პირი დაუსწრებლად მისცა პასუხისგებაში, მათ შორის 5 „კანონიერი ქურდია“. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა. დარახველიძის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში მძიმე ავარია მოხდა

დეკემბერი 16, 2025
5k
მთავარი

მძიმე ავარია მოხდა  ქუთაისში. სოფელ ქვიტირთან. როგორც ცნობილია, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. სამი დაშავებულიდან, ერთი პირის მდგომარეობა მძიმეა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის...

დაწვრილებითDetails

ქალები მოიყვანეს ბალდელ დედებთან საჩხუბრად და დასაპირისპირებლად – რა მოხდა ზუგდიდში

დეკემბერი 16, 2025
873
მთავარი

ის რაც სამეგრელოს გუბერნატორმა, დავით ვერავამ ბალდელ დედებთან იკადრა, ამაზე ვერაგული და ბინძური განზრახვა ცოტა გექნებათ გაგებული. ამ ფოტოებზე აღბეჭდილი ქალები მოიყვანეს ბალდელ დედებთან საჩხუბრად და დასაპირისპირებლად. - ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

ამერიკაში ქართველი ემიგრანტი დაიღუპა

დეკემბერი 16, 2025
4k
მთავარი

ამერიკაში ქართველი ემიგრანტი, ლევან რაფავა გარდაიცვალა. ინფორმაციას "გურია ნიუსი" ავრცელებს. ახლობლების ინფორმაციით, 37 წლის მამაკაცი ზუგდიდიდან იყო და ნიუ-იორკში სამუშაოდ 3 წლის წინ წავიდა. „მეუღლეს ელაპარაკებოდა ტელეფონით… ვაი, დედაო, და...

დაწვრილებითDetails

მოსახლეობა ხონში წყლის პრობლემის გადაჭრას ითხოვს – რას აცხადებს ქალაქის მერი

დეკემბერი 16, 2025
68
მთავარი

ხონში მოსახლეობა წყლის მიწოდების პრობლემის გადაჭრას მოითხოვს. მათი თქმით ნახევარ წელზე მეტია წყალი გრაფიკით მიეწოდებათ, რაც მათ საჭიროებებს ვერ უზრუნველყოფს. საკითხს სოციალურ ქსელში საჯაროდ ეხმიანება ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე...

დაწვრილებითDetails

“ვამზადებთ სარჩელს” – შალვა პაპუაშვილი BBC-ზე

დეკემბერი 16, 2025
53
მთავარი

შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საჩივრის მოსამზადებლად, სავარაუდოდ, ბრიტანულ იურიდიულ დახმარებას გამოიყენებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, იურისტები ამ სარჩელის მოსამზადებლად უკვე მუშაობენ. „იცით, რომ იურისტები მუშაობენ ამ სარჩელთან...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».