სპეცრაზმმა მინსკის ცენტრში სტუდენტების საპროტესტო აქცია დაშალა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო Tass-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, აქციაზე, სადაც 200-მდე ადამიანი იყო შეკრებილი, სამართალდამცავებმა 20-მდე სტუდენტი დააკავეს. სტუდენტებმა საპროტესტო მსვლელობა ბელარუსის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტიდან დაიწყეს და მინსკის ცენტრისკენ გაემართნენ, როდესაც „გამარჯვების მოედანს“ მიუახლოვდნენ, მათ სპეცრაზმელებმა გზა გადაუღობეს და დაკავებები დაიწყეს. „გამარჯვების მოედნის“ მეტროსადგურის შესასვლელი და გამოსასვლელი ჩაკეტილია.