,, მეგობრებო, გთავაზობთ უპრეცედენტო კამპანიას, რომელიც ქართულ სოციალურ ქსელში არასდროს მომხდარა. ჯგუფმა მიმართა გინესის რეკორდების კომისიას და გამოითხოვა ინფორმაცია, რომელ პოსტს აქვს ყველაზე მეტი კომენტარი Facebook-ის ისტორიაში და აღმოჩნდა, რომ ბოლო რეკორდი დამყარდა 2011-2012 წლებში დიდ ბრიტანეთში (3 თვეში მოგროვდა საჭირო კომენტარები), სადაც ერთი კონკრეტული პოსტის ქვეშ დაიწერა 1,001,552 კომენტარი! თანაც ჩვენზე გაცილებით პატარა ჯგუფში.
ქართველებს გვეძლევა საშუალება, ჩვენი ქვეყანა მოხვდეს გინესის რეკორდებში და მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ შევახსენოთ მესიჯი, რომ: “ჩვენ ვართ საქართველოდან და ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ”! ერთ წევრზე კომენტარების რაოდენობა არაა შეზღუდული, დაწერეთ რამდენიც გინდათ და რაც გინდათ, მთავარია არ იყოს მხოლოდ სმაილები. დრო გვაქვს ახალ წლამდე! ????
დავდოთ კომენტარებში ჩვენი ლამაზი ქვეყნის ფოტოები, ლექსები საქართველოზე, ოკუპაციის ამსახველი ფოტოები და ტექსტები, ყველაფერი ჩვენი სამშობლოს გარშემო და რაც მთავარია, გავაზიაროთ პოსტი და მოვუწოდოთ ჩვენ მეგობრებსაც, შემოგვიერთდნენ. ეს არ იქნება მხოლოდ ამ ჯგუფის რეკორდი, გინესებში მოხვდება საქართველო და მილიარდზე მეტი ადამიანი გაიგებს, რომ რუსეთი ოკუპანტია! ?
მჯერა, რომ ერთი შეხედვით წარმოუდგენელ საქმეს ერთად შევძლებთ და დავამყარებთ რეკორდს! ❤️????
P.S. პირველ კომენტარში იხილეთ ინფორმაცია ამჟამინდელი რეკორდის შესახებ.”-წერს აქციის ორგანიზატორი.