27 წლის გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ქმარი კლინიკა “იმედის” ხელმძღვანელების დაკავებას მოითხოვს. მისი თქმით, გამოძიება არასწორი მიმართულებით მიდის. მისივე თქმით, ბაქრაძის აცრის გართულებების შემდეგ ექიმებმა რეაგირება დააგვიანეს.
“ექიმი კი არა, პირველ რიგში უფროსი უნდა დაიჭირონ, ბარძიმაძე და მაისურაძე. დღეს რომ არაფერი იციან, როგორ არ იციან ამხელა კლინიკა აქვთ, არაფერი იციან?! ადამიანი მოუკვდათ შიგნით, არ იციან?! იტყუება დღეს ქალბატონი ვიოლეტა და იქ არ ყოფილა, აბა სად იყო?! გამოძიება არასწორად მიდის და რა უნდა მოითხოვო.
რატომ შეცვალა ქალბატონმა ვიოლეტამ, რომ აქ ვიყავი, ბატონი გიორგი ორ წუთში გადმოსულა და მობრძანდა. დღეს გამოვიდეს და გამცეს პასუხი, იმ დღეს სახლში რომ იყო მობრძანებული.
დაგვიანებას ჰქონდა ბატონი გიორგისგან, რომელიც დღეს ჩვულებრივ რეჟიმში მუშაობს და აცრებს აკეთებს კიდე და უნდა რომ დაიწყოს აცრების გაკეთება”,- თქვა მანუჩარ კობახიძემ.
მეგი ბაქრაძის დედა ამბობს, რომ იმ ექიმებს, რომლებსაც საქმეზე ბრალი წარედგინათ, როგორც ადამიანის მკვლელებს 16 წლით პატიმრობა უნდა მიესაჯოთ.
მეგი ბაქრაძის საქმეზე, გამოძიებისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე, პროკურატურამ სამ პირს, ახალციხის კლინიკის ექიმებს ბრალდება წარუდგინა..
ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.