,,ლივერპულის” თავდამსხმელმა, სადიო მანემ, ქველმოქმედებაზე ისაუბრა:
,,რაში მჭირდება 10 ფერარი, 20 ბრილიანტის საათი და 2 თვითმფრინავი? რას მისცემს ეს მსოფლიოს? მე მშიერი ვიყავი, მინდორში ვმუშაობდი, რთული დრო გამოვიარე, ფეხბურთს შიშველი ფეხებით ვთამაშობდი და სკოლაში არ დავდიოდი.
დღეს კი შემიძლია საკუთარ ხალხს დავეხმარო. ავაშენე სკოლები, სტადიონი, ადამიანებს, რომლებსაც უჭირთ, ტანსაცმელს, ფეხსაცმელსა და საკვებს ვურიგებთ. გარდა ამისა, სენეგალის ძალიან ღარიბ სოფელში ხალხს ყოველ თვე 70 ევროს ვაძლევ, რათა მათ ოჯახები არჩინონ.
მდიდრული მანქანები და სახლები არ მჭირდება, არც მოგზაურობები და თვითმფრინავები, მირჩევნია, ადამიანებს დავეხმარო.” – განაცხადა მანემ.