ჩოხატაური-ოზურგეთის დამაკავშირებელ ცენტარლურ გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი პირიდან ერთ-ერთი ქუთაისის კლინიკა ”ბომონდშია” გადაყვანილი. როგორც ჯანმრთელობის სახლ ”გურიაში” ”გურიაTV”-ის განუცხადეს, მისი მდგომარეობა უმძიმესია, მამაკაცი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ჯანმრთელობის სახლ ”გურიაში” რჩება გოგონა, რომელსაც მოტეხილობები აღენიშნება. კლინიკის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.
ცნობისთვის, დღეს შუადღის საათებში ე.წ. სამების ხიდთან მომხდარი ავარიის შედეგად სამი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ორი კი მძიმედ დაშავდა.