LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
,,მაჯიდ ჰასანის დარდში” გაცხადებული ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმის გზავნილი

,,მაჯიდ ჰასანის დარდში” გაცხადებული ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმის გზავნილი

დაპოსტა 2019/09/02-ში
A A
98
ნახვა
გაზიარება

ზურაბ გურული ამერიკაში მოღვაწე ექიმია, რომელიც  მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური მოვლენების სიღრმისეული ხედვითა და ანალიზით გამოირჩევა. ჩემი ყურადღება ერთმა ისტორიამ მიიპყრო, რომლის წაკითხვა და გააზრება , თითოეულ ჩვენგანს საკუთარი მისიის უკეთ გააზრებაში დაეხმარება.

შევძლებთ კი,  მომავალ თაობებსაც ოცნების ასასრულებლად სხვა სამშობლოს ძებნა არ დასჭირდეთ?

აქ კარგად ჩანს ამერიკელი  პორტერის ოპტიმისტური განწყობა, უკეთესი მომავლის შენებისთვის და რეალისტური აღქმა იმ ქვეყნის შვილის, მაჯიდ ჰასანის , ვისზეც ეს ამერიკელი ზრუნავს.  ეს  ისტორია  უფრო მეტად საინტერესო იმის გამოცაა, რომ მასში საქართველოს ბედიც  იკითხება.

,,მაჯიდ ჰასანის დარდი

საკმაოდ ხშირად გვიწევს დაჭრილი მებრძოლების თვითმფრინავით ტრანსპორტირება მსოფლიოს ცხელი წერტილებიდან. ექიმების ჯგუფს, რომელიც ამ მისიებში მონაწილეობენ, “მფრინავ ქირურგებს” უწოდებენ. კიისლერის სამხედრო-საჰაერო ბაზა ერთერთი უდიდესი და მნიშვნელოვანი ბაზაა ამერიკაში და სულ რაღაც 1 საათის სავალზეა ჩვენი ჰოსპიტლიდან.
… ასე აღმოვჩნდი ერთერთ მისიაში ერაყული წარმოშობის ამერიკელ სისხლძარღვთა ქირურგთან მაჯიდ ჰასანთან ერთად უზარმაზარ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავში. ცხადია, ვერც მისიის დეტალებს და ვერც მარშრუტს ვერ დავაზუსტებ, მაგრამ ამაზე არც ვაპირებ საუბარს.
საინტერესო იყო დოქტორ ჰასანთან საუბარი. პირველი თაობის ერაყელი ემიგრანტი დაახლოებით 10-15 წლით იქნებოდა ჩემზე უფროსი. დრო საკმარისზე მეტი გვქონდა და ბევრიც ვისაუბრეთ. ერთი დეტალი დამამახსოვრდა განსაკუთრებით.
… საუბარი ერაყში არსებულ სიტუაციას ეხებოდა. – როდის მორჩებიან ეს წყეულები საკუთარი ხალხის დაბომბვა-დახოცვას – კბილებში გამოცრა და გემრიელად შეიკურთხა მისისიპელმა ქირურგმა ერიკ პორტერმა. გამეღიმა. ჰასანს გადავხედე. არაფერი უთქვამს. ნერვულად ათამაშებდა სიგარეტის კოლოფს ხელში და დარწმუნებული ვიყავი, რომ ერთი წლის სიცოცხლეს დათმობდა ერთ გაბოლებაში. პორტერს გავხედე და თვალით ჰასანზე ვანიშნე. შეცბა და ენა მოიკვნიტა, განზე გაიხედა. კარგა ხანი ჩუმად ვისხედით.
– როცა ამერიკელ საშუალო ჯოს ნადირობა და თევზაობა მოსწყინდება, სწორედ მაშინ მოსწყინდებათ ერაყელ ველურებს ერთმანეთის ხოცვა – ცინიკური ღიმილით ამოიხვნეშა ჰასანმა და სიგარეტის მოჭყლეტილი ყუთი კუთხეში გაბრაზებით მოისროლა. – აი, თქვენ, ამერიკელებს გგონიათ, რომ ჩახვალთ ერაყში, ჩაიტანთ თავისუფლებას და ერაყელები უცებ მიაღწევენ ცივილიზაციის იგივე დონეს, რაც ამერიკაშია. დაიწყებენ სწავლას, მუშაობას, შეეშვებიან რელიგიურ ფანატიზმს და სრულად ეზიარებიან დასავლურ სტანდარტებს -.
– რატომაც არა – აღშფოთდა პორტერი. – წყეულ სადამ ჰუსეინს დამონებული ჰყავდა საზოგადოება და არ აძლევდა ნორმალური ცხოვრების საშუალებას; აი ჩვენ დავეხმარეთ ხალხს ამ სადისტის მოშორებაში და ახლა ყველაფერი რიგზე იქნება – დაასრულა ამაყად თავისი ტირადა და გამარჯვებული სახით გადმოგვხედა.
ჰასანს და მე ერთდროულად აგვიტყდა სიცილი. პორტერი გაბრაზდა. – ერიკ, დაწყნარდი – ვცადე მისი დამშვიდება, – კი მაგრამ, რას ფიქრობ, რატომ აგრძელებს ეს გათავისუფლებული ხალხი ერთმანეთის ხოცვას, თუ ყველაფერი მასე მარტივადაა-მეთქი. პორტერი ერთხანს დუმდა, მერე ათას სისულელეს მიედ-მოედო, დაწყებული თალიბანებით და დამთავრებული ბინ-ლადენით.
ჰასანი მოთმინებით უსმენდა. მერე ვეღარ მოითმინა და წამოდგა.
– მომისმინე პორტერ, შენ გგონია, რომ შესაძლებელია ცივილურობის ექსპორტი რომელიმე ქვეყანაში? თითოეული ერი თავისით უნდა განვითარდეს და მიაღწიოს იმ დონეს და სტანდარტებს, რომლებიც განვითარებულ ქვეყნებს აქვთ; წინააღმდეგ შემთხვევაში ისეთივე პროგრესი გექნება, როგორიც ბორატის ამერიკელ მასპინძლებს ჰქონდათ, როცა ის ვახშმად მიიწვიეს -.
პორტერს გაეცინა. მეც ვერ შევიკავე თავი. ჰასანი ერთხანს გაბრაზებული სახით გვიყურებდა, მერე თავადაც გაეცინა.
– კი მაგრამ – მაინც ვერ მოითმინა ერიკმა, – ესეიგი, თქვენი აზრით შეუძლებელია დახმარება, რომ ერი განვითარდეს? -.
ჰასანი ჩაფიქრდა. – კი, შესაძლებელია; მხოლოდ 2 გზით, ან ჰუსეინზე პროგრესული დიქტატორის საშუალებით, რომელიც თავისი ახირებით იმ დონემდე მიიყვანს ერს, რომ ისინი თავად ვერ იგუებენ ერთი კაცის მიერ მართულ ქვეყანას ან განათლებით, რათა საზოგადოებას ჰქონდეს მძლავრი ინტელექტუალური პოტენციალი პროგრესის მისაღწევად; საუბედუროდ ერაყს არცერთი არ გააჩნია და … – ჩაიქნია ხელი …
… – სისულელეა! – გაბრაზდა პორტერი. ჰასანს შევხედე, მეგონა იფეთქებდა. ჯერ ჩუმად იყო, მერე გაეღიმა და თავი გადააქნია. გულზე მომეშვა.
ერთხანს ჩუმად ვუსმენდით ძრავების გაუსაძლის ღმუილს…
… – თქვენთან როგორი სიტუაციაა, საქართველოში? – ახლა მე მომიბრუნდა პორტერი. კითხვას არ ველოდი. ჰასანს გადავხედე, ისიც ინტერესით მიყურებდა.
დავფიქრდი …” –  ზურაბ გურული.

თეგები: ზურაბ გურულიმაჯიდ ჰასანიმეგა ტვ
გაზიარება44

დაკავშირებული -პოსტები

„გამოიყენეთ, ჯადოსნურ დროის ინტერვალში…“ – ასტროლოგი მიმართვას ავრცელებს

by მეგა TV
ივლისი 11, 2025
0
15 დეკემბერს, 2024 წლის ბოლო სავსე მთვარე – ასტროლოგის რჩევა
მთავარი

ასტროლოგი ქეთი ოდიშელი ზოდიაქოს ნიშნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებს: „სავსემთვარეობა 11 ივლისს, საქართველოს დროით 00:35 სთ ზე. თხის რქის ზოდიაქოს ნიშნის მე 19-ე გრადუსზე. „თუ პრობლემას გაათავისუფლებთ ემოციისგან, დარჩება მხოლოდ სიტუაცია“....

დაწვრილებითDetails

საქართველოს საპენსიო ფონდი განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივლისი 11, 2025
0
საქართველოს საპენსიო ფონდი განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს საპენსიო ფონდი საინვესტიციო პორტფელების 2025 წლის ივნისის თვის შედეგებს აქვეყნებს. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ივნისი, საპენსიო ფონდის პორტფელებისთვის, მიმდინარე წელს, ერთ-ერთი საუკეთესო თვე აღმოჩნდა, რაც დიდწილად საერთაშორისო ბაზრებზე აქციების ფასების...

დაწვრილებითDetails

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

by მეგა TV
ივლისი 11, 2025
0
პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული...

დაწვრილებითDetails

წყალი 22 საათით შეწყდება – გადაამოწმეთ მისამართები

by მეგა TV
ივლისი 11, 2025
0
ქუთაისში 20 000-მდე აბონენტს წყალმომარაგება შეუწყდება | ნახეთ ქუჩების ჩამონათვალი
მთავარი

თბილისში , 11 ივლისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” გლდანის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩა N1-ის მიმდებარედ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. ამის შესახებ განცხადებას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს. როგორც განცხადებაშია...

დაწვრილებითDetails

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
ივლისი 11, 2025
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
ამინდი

11 ივლისს სინოპტიკოსები მზიან დღეს ვარაუდობენ ქუთაისში - დღისით +37 და ღამით +22 გრადუსია მოსალოდნელი. ოზურგეთშიც მზიანი ამინდია. დღისით +35 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21. ასევე მოსაოდნელია სუსტი ქარი. ბათუმშიც...

დაწვრილებითDetails

11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 11, 2025
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   სიურპრიზების დღეა. გაიგებთ, ვინ ვინ არის. ემოციები გააკონტროლეთ და წარმატებას იოლად მიაღწევთ. თუ ვინმესთან გაბუტული ხართ, დღეს იოლად შემოირიგებთ.   კურო   თუ გსურთ წარმატებას მიაღწიოთ, ნუ იტრაბახებთ...

დაწვრილებითDetails

ზესტაფონის მერი და მოადგილე კლინიკაში არიან – ვინ შეასრულებს მერის მოვალეობას?

by მეგა TV
ივლისი 10, 2025
0
ზესტაფონის მერი და მოადგილე კლინიკაში არიან – ვინ შეასრულებს მერის მოვალეობას?
მთავარი

ზესტაფონის  მერის მოვალეობას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე  ვახტანგ ღამბაშიძე შეასრულებს. ზესტაფონის მერმა ვასილ გველესიანმა ფეხზე დაზიანებები მიიღო, რის გამოც საავადმყოფოში მკურნალობს. ასევე სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება მისი მოადგილე მალხაზ შერგელაშვილი. აღნიშნულ  შემთხვევამდე...

დაწვრილებითDetails

გაზის მიწოდება დროებით შეწყდება – ნახეთ მისამართები

by მეგა TV
ივლისი 10, 2025
0
2024 წელს ბოლოს ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით 93%-ს ექნება წვდომა ბუნებრივ გაზზე – ირაკლი ღარიბაშვილი
მთავარი

თბილიში , მთაწმინდა-კრწანისის რაიონში, ორთაჭალჰესის მიმდებარედ საშუალო წნევის გაზსადენის რეკონსტრუქციის გამო, 10 ივლისის 22:00 საათიდან 11 ივლისის 10:00 საათამდე გაზის მიწოდება შეუწყდება 5700 აბონენტს, - ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“...

დაწვრილებითDetails

ევროკავშირი უკრაინის რეკონსტრუქციისთვის 2.3 მილიარდ ევროს გამოყოფს

by მეგა TV
ივლისი 10, 2025
0
ევროკავშირი უკრაინის რეკონსტრუქციისთვის 2.3 მილიარდ ევროს გამოყოფს
მთავარი

ევროკავშირი უკრაინის რეკონსტრუქციისთვის 2.3 მილიარდ ევროს გამოყოფს. შესაბამის ინფორმაციას ევროკომისია ავრცელებს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რომში უკრაინის რეკონსტრუქციის გეგმებთან დაკავშირებულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ თანხები მოიცავს 1.8 მილიარდ ევროს სესხს...

დაწვრილებითDetails

რამდენ ლარად იყიდით დოლარს და ევროს ხვალ

by მეგა TV
ივლისი 10, 2025
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7174 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7172 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0002...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"