“მე ბრალს ვერავის ვერ დავდებ პიროვნულად, მაქვს დიდი ეჭვი არიან ძალები იგივე ეკლესიაში, რომლებიც გამიზნულად წავიდნენ ამ პროვოკაციაზე. მათ თავადაც არ ესმით საეკლესიო სწავლებათა და ქრისტიანული რწმენის გააზრება და ჰგონიათ რომ ძალადობა , ე.წ. “ქუჩის წესები” არის ქრისტიანობა, არამედ პირიქით ეს არის აბსოლიტურ წინააღმდეგობაში ქრისტიანობასთან.
მე მგონი მამაკაცისთვის თმის შეღებვა და საყურის ტარება ყველაზე პატარა პრობლემა გახდა, ისეთ პრობლემებს დავეჯახეთ უკვე.
რაც შეეხება იმას, ევროპა რატომ ასოცირდება გარყვნილებასთან, აქაც გვაქვს 2 ფაქტორთან საქმე: პირველი ფაქტორი- ცნობიერების, სახელმწიფო აზროვნების დეფიციტი, მეორე ფაქტორი პრორუსული განწყობებია ჩვენს ქვეყანაში.
2-ჯერ ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა, ეს არის წარმოუდგენელი რაღაცა, რუსული ოკუპაციის ქვეშ მყოფ ქვეყანაში ხსნი ევროკავშირის დროშას”-ისტორიის დოქტორი და თეოლოგი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე