რუსი ოკუპანტების მიერ გააუპატიურებულმა უკრაინელმა ქალმა, გადატანილ საშინელებაზე პირველად ისაუბრა.
33 წლის ნატალია (სახელი შეცვლილია) ამბობს, რომ მას რამდენიმე საათის განმავლობაში მთვრალი რუსი დამპყრობლები აუპატიურებდნენ. გარდა ამისა, მისი ქმარი დახვრიტეს კიევის რეგიონში, საკუთარი სახლის ეზოში.
ამის შესახებ, The Times წერს.
ქალი იხსენებს, რომ დამპყრობლებმა მისი მანქანა დაამტვრიეს, რათა არ გაქცეულიყო. შემდეგ კი, ღამით ესროლეს მის ქმარს, რომლის ცხედარი ჭიშკართან იწვა.
მთელი ამ ხნის განმავლობაში, ნატალიას 4 წლის შვილიც სახლში იყო და საქვაბე ოთახში იმალებოდა. ორმა ოკუპანტმა აიძულა ქალი, გაშიშვლებულიყო და იარაღის მუქარით, მორიგეობით აუპატიურებდნენ.
ქალის თქმით, ისინი ძალიან მთვრალები იყვნენ. როდესაც ურჩხულებს ჩაეძინათ, მსხვერპლი შვილთან ერთად გაიქცა. ახლა ისინი ნათესავებთან არიან ტერნოპოლში.
ნატალიას, 4 წლის ბავშვისთვის ჯერაც არ უთქვამს მამის გარდაცვალების შესახებ, რომელიც ვერც კი დაკრძალა, რადგან სოფელი ოკუპირებულია.
ქალი ამბობს, რომ არ იცის, როგორ გააგრძელოს ცხოვრება ამ ყველაფრით …