ინგრედიენტები:
- მარილი და პილპილი
- ნიორი – 2-3 კბილი
- ხახვი – 1 თავი
- ნიგოზი – 300 გ
- პრასი – 1 კგ
- ქინძი – 2 კონა
- უცხო სუნელი – გემოვნებით
პრასი გაარჩიეთ და მდუღარე წყალში მოწალეთ ორიოდე წუთით. გააგრილეთ, გაწურეთ, დაკეპეთ ან ხორცსაკეპში გაატარეთ. დაამატეთ წვრილად დაჭრილი ან გატარებული ხახვი, ნიორი, დაჭრილი ქინძი, გატარებული ნიგოზი, უცხო სუნელი, მარილი და პილპილი.
gemrieli.ge