მდინარეში ჩავარდნის ადგილიდან 500 მეტრში, 6 წლის ბავშვი, მაშველებმა ბავშვი უვნებლად გამოიყვანეს. ინფორმაციას სამაშველო სამსახური ავრცელებს:
,,საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შემოსული ინფორმაციის თანახმად, მარტვილში, სოფელ ქვემო ხუნწში, მდინარე ცხენისწყლის მიმდებარედ, ბავშვი გაუჩინარდა.
ძებნა-შველის ღონისძიებაში მყისიერად ჩაერთო 50-მდე მეხანძრე-მაშველი, წყალზე სამაშველო საშუალებები და მყვინთავთა ჯგუფი, რის შედეგადაც, მდინარეში ჩავარდნის ადგილიდან 500 მეტრის მოშორებით, ნანახია ბავშვი, რომელიც ნაპირზე გამოყვანილია უვნებლად.”-წერია განცხადებაში.
ადგილობრივები მადლობას უხდიან სამაშველო სამსახურს. მათი თქმით, სამძებრო სამუშაოები 5 საათი გაგრძელდა.