მარტვილში ბალდის კანიონის გადასარჩენად აქცია იწყება.
მოქალაქეები მარტვილის მერიასთან შეიკრიბებიან.
,, ჩვენი მოთხოვნა ისევ არ არის დაკმაყოფილებული.
მიუხედავად იმისა, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფლებამოსილება აქვს შეაჩეროს სამუშაოები, მათ ეს არ გააკეთეს. ბოლომდე ცდილობენ საკუთარი შეცდომა დამალონ.
სამწუხაროდ იჩენენ სიმხდალეს და არ აღიარებენ დანაშაულს.
ამასობაში კი ვუყურებთ, თუ როგორ ნადგურდება ჩვენი საყვარელი ადგილი. ყველამ ვნახეთ, მათმა მოქმედებამ უკვე შეიწირა ერთი შველის სიცოცხლე.
რამდენჯერმე უკვე მოგვატყუეს, მაგრამ ყველაფერს ვხედავთ და ყველაფერი ვიცით, არაფერი დაიმალება.
სასამართლოს პარალელურად ვიწყებთ ფართომასშტაბიან მობილიზაციას
ეს ბუნება ჩვენია, ეს მდინარე ჩვენია, ვერაფრით დავთმობთ იმას რაც ასე ძალიან გვიყვარს.
ვიბრძოლებთ ზუსტად ისე, როგორც აბაშამ გვასწავლა!
როცა საჭიროა ავდიდდებით!
როცა საჭირო ვიხმაურებთ!
ვიქნებით კამკამა და გამჭვირვალე! ცივი, მაგრამ სიცოცხლით სავსე!
თუ მოგეჩვენათ რომ დინება შევწყვიტეთ, იცოდეთ რომ მიწისქვეშ ვართ ჩასულები რათა შავბნელი საქმეები მზის სინათლეზე ამოვიტანოთ!
შემოვიერთებთ სხვა შენაკადებს და ერთიორად გავიზრდებით!
Რაც მთავარია, არასოდეს გავჩერდებით, სანამ მიზანს არ მივაღწევთ!
მიზანი ერთია, სასწრაფოდ შეჩერდეს ბუნების განადგურება, გაუქმდეს უკანონოდ მიღებული გადაწყვეტილებები!
აქციის შემდეგ გაიმართება ავტომობილებით მსვლელობა მარტვილის სხვადასხვა სოფლებში.
ყველას უნდა გავაგონოთ, რომ ოდაბადეარიყიდება და მდინარე ეკუთვნის ხალხს!” – ნათქვამია ,,ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად” გავრცელებულ განცხადებაში.