აშშ-ში, მანჰეტენზე, აშენდა ცათამბჯენი, რომლის სიმაღლისა და სიგანის თანაფარდობა 24:1-ია. ეს მონაცემები მას მსოფლიოს ყველაზე ვიწრო ცათამბჯენად აქცევს, – ამის შესახებ CNN-ი წერს.
შენობის სიმაღლე 435 მეტრს აჭარბებს. ცათამბჯენის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო. ამ დროისთვის, საცხოვრებელი დანიშნულებით აშენებულ შენობაზე მუშაობა სრულად დასრულებულია და პირველ ბინადრებს ელის.