იტალიაში, ნაპოლში, ქართველი ემიგრანტი თინა კინწურაშვილი ავარიაში გარდაიცვალა. მას მანქანა დაეჯახა. ამის შესახებ “შოთო სიხარულიძე ქართველი” ემიგრანტები” სოციალურ ქსელში წერს და ოჯახს სამძიმარს უცხადებს:
“მანქანა დაეჯახა იტალიაში, ნაპოლში და სამწუხაროდ, გარდაიცვალა.
მოიხსენიეთ ახლადშესვენებული თინა კინწურაშვილი.
კიდევ ერთი ემიგრანტის თვალებში ჩამქრალი სიცოცხლე…
ღმერთმა ნათელში გამყოფოს იქ სადაც მართალნი და შენნაირი კარგი ადამიანები განისვენებენ….
“გასწიეთ სევდა, მე გული მაქვს
სიცოცხლე მინდა….
თვითეული გარდაცვლილი ემიგრანტი ჩვენი საერთო ტკივილია….ნათელი დაუმკვიდროს უფალმა……საქართველომ კიდევ ერთი ემიგრანტი შვილი დაკარგა…..
“შოთო სიხარულიძე ქართველი” ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული.
შენ ჩვენს გულებში სამუდამო ტკივილად დარჩები, მოგონებად გადაქცეული. ვინც გიცნობდა ყველას ემახსოვრები ისეთი, როგორიც იყავი უწინ ლაღი, სიცოცხლის მოყვარული, თბილი გულკეთილი, შეუდარებელი და საამაყო , ემახსოვრებათ შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მონატრებული საქართველოს მიწა.“