LIVE TV
ოთხშაბათი, დეკემბერი 17, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

მანანა არჩვაძეს ცოტნე გამსახურდია მეუღლისა და საზოგადოებისგან იზოლაციაში ჰყავს

დაპოსტა 2020/01/28-ში
225
ნახვა
გაზიარება

მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ, ჩვენთვის მეტად ბუნდოვანი მოტივაციით, მიიღო გადაწყვეტილება ცოტნეს სრული იზოლაციის შესახებ, როგორც მისი მეუღლის, ასევე სრულიად საზოგადოებისგან,- ამის შესახებ ცოტნე გამსახურდიას მეუღლის ანა ჯაბაურის წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაში ანა ჯაბაურის წარმომადგენელი ჯაბა კვარაცხელია აღნიშნავს, მათ მიერ აყვანილმა თურქმა ადვოკატმა თურქეთის კლინიკის ხელმძღვანელობისგან მეტად უცნაური ინფორმაცია მიიღო – „ცოტნეს ამგვარი იზოლაციის საფუძველი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომზადებული საბუთია, რომელიც კრძალავს ცოტნესთან ქ-ნი მანანას გარდა ვინმეს დაშვებას“.

ანა ჯაბაურის წარმომადგენელი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ცოტნე გამსახურდიას „ფაქტობრივი ტყვეობიდან, სრული იზოლაციიდან დახსნა და მასთან კანონიერი მხარდამჭერის დაშვება“.

„მოგეხსენებათ, ცოტნეზე 19 დეკემბერს ჯგუფური თავდასხმის შემდეგ, იგი უგონო მდგომარეობაში იმყოფება. თბილისში, ხეჩინაშვილის კლინიკაში მას ორი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, სადაც აგრძელებდა მკურნალობას შემდგომი 12 დღის განმავლობაში, და, სადაც მას ყოველდღიურ მეთვალყურეობას მისი მეუღლე (მასთან სამოქალაქო ქორწინებაში მყოფი) ანა ჯაბაური უწევდა. გამოიკვეთა რა, თავის არეში მიყენებული მძიმე ჭრილობების გამო სერიოზულ გართულებათა განვითარების შესაძლებლობა, მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ, ჩვენთვის მეტად ბუნდოვანი მოტივაციით, მიიღო გადაწყვეტილება ცოტნეს სრული იზოლაციის შესახებ, როგორც მისი მეუღლის, ასევე სრულიად საზოგადოებისგან. ეს მოხდა მისი თურქეთის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ. უკვე სამი კვირაა ამაოდ ვცდილობთ რაიმე სახის ინფორმაციის მოპოვებას ცოტნეს ჯანმრთელობის შესახებ. 3 კვირის წინ კლინიკაში ცოტნესთან მისულ ანა ჯაბაურს მანანა-არჩვაძე გამსახურდიამ გზა გადაუღობა, თუმცა ამ უკანასკნელის სურვილის წინააღმდეგ თურქმა ექიმებმა ანა ჯაბაური ცოტნესთან დაუშვეს. ცოტნეს პალატიდან დერეფანში გამოსულმა კი იქვე ახლოს მყოფი, ამ ფაქტით აღშფოთებული ქ-ნი მანანას სატელეფონო საუბარი მოისმინა ჩვენთვის უცნობ პირთან იმის შესახებ, თუ როგორ დაურეკა მან თავის მეგობარ სალომე ზურაბიშვილს და თუ როგორ აღუთქვა ამ უკანასკნელმა დახმარება და მხარდაჭერა. აღსანიშნავია, რომ ამ საუბრის მოწმე გახდა ცოტნეს ამბის გასაგებად მისული, თურქეთში მცხოვრები ქართველი ქალბატონი, რომელიც ასევე დაადასტურებს მოსმენილი საუბრის ზემოთ აღნიშნულ შინაარსს. მეორე დღეს კლინიკაში მისულ ანა ჯაბაურს ადმინისტრაციამ აუწყა, რომ არსებობს წერილი, რომლის საფუძველზეც ნებისმიერ ადამიანს, ქ-ნი მანანას გარდა, კატეგორიულად ეკრძალება ცოტნეს ნახვა, მის ექიმებთან გასაუბრება, მის შესახებ რაიმე ინფორმაციის მიღება. ხოლო ანა ჯაბაურის ცოტნესთან დაშვების უფლების მისაღებად მოითხოვეს საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილება ცოტნეს მხარდამჭერად ცნობის შესახებ. თბილისში დაუყოვნებლივ დაბრუნებულმა ანა ჯაბაურმა სასამართლოს წარუდგინა რა ყველა საჭირო საბუთი და მტკიცებულება, ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლომ კანონით არსებული უფლებამოსილებით, ანას მიანიჭა ჯანმრთელობის დროებითი მხარდამჭერის სტატუსი, რომელიც გულისხმობს, როგორც უფლებებს, ასევე ვალდებულებებსა და მოვალეობებს ცოტნესთან მიმართებაში. სასამართლოს მიერ გაცემული აღნიშნული დოკუმენტი აპოსტილით დადასტურებულ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ და წარდგენილ იქნა კლინიკის ადმინისტრაციისთვის. კლინიკის ადმინისტრაციამ კვლავ დაუშვა ქ-ნი ანა ცოტნესთან, თუმცა მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ კვლავ ჩხუბითა და სასამართლოში ჩივილით დააშანტაჟა კლინიკის ადმინისტრაცია. ჩვენდა გასაკვირად, კლინიკა კვლავ დაემორჩილა ქ-ნი მანანას უკანონო მოთხოვნებს. ხოლო, ჩვენს მიერ აყვანილმა თურქმა ადვოკატმა კი ამ კლინიკის ხელმძღვანელობისგან მეტად უცნაური ინფორმაცია მიიღო – ცოტნეს ამგვარი იზოლაციის საფუძველი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომზადებული საბუთია, რომელიც კრძალავს ცოტნესთან ქ-ნი მანანას გარდა ვინმეს დაშვებას (იხ. თურქი ადვოკატის წერილი ქვემოთ). ჩვენი მცდელობა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომზადებული და ქ-ნი მანანას ხელში არსებული ზემოთ აღნიშნული წერილის მოპოვებისა, რა თქმა უნდა, კრახით დასრულდა, ისევე როგორც ნებისმიერი მცდელობა თურქეთში საქართველოს საკონსულოსგან დახმარებისა მიღებისა და ქმედითი ღონისძიებების გატარებისა, რომელსაც ვალდებულება აქვს დაიცვას საკუთარი მოქალაქეების კანონიერი უფლებები. აქვე მინდა აღვნიშნო, კანონში მხარდამჭერის მიღების შესახებ, ცალსახადაა მითითებული, რომ მხარდამჭერის დანიშვნისას ერთ-ერთი პირველი რიგის გასათვალისწინებელი ფაქტორი მხარდამჭერისა და მისი მიმღები პირის ურთიერთდამოკიდებულებაა, ხოლო ცოტნესა და ქ-ნი მანანას მკვეთრად კონფრონტაციული ურთიერთობის შესახებ საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი თავად ცოტნესგან (იხ. ც.გ.-ს მიერ გამოქვეყნებული წერილი დედის შესახებ ქვემოთ) – ბოლო 9-10 წელია მათ აღარ აქვთ ურთიერთობა. ამ ხნის განმავლობაში მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ არაერთი სასამართლო დავა წამოიწყო ცოტნეს ქონების ხელში ჩაგდების მიზნით. გადაიფორმა ,,კოლხური კოშკის’’ ეზოს ნაწილი და, რაც მთავარია, სამწლიანი ქონებრივი დავა წამოიწყო 2012 წელს ციხიდან ახალგამოსული, ხანგრძლივი საპროტესტო შიმშილით დასუსტებული და მძიმედ დაავადებული საკუთარი შვილის წინააღმდეგ, ამ უკანასკნელის მფლობელობაში არსებული სოლიდური ფართობის მიწის ნაკვეთის ხელში ჩაგდების მიზნით. აღნიშნული მიწის ნაკვეთი მდებარეობს ვერაზე, მრავალსართულიანი კორპუსის აშენების პერსპექტივით. ხოლო სასამართლოს მიერ დანიშნულმა კანონიერმა მხარდამჭერმა ანა ჯაბაურმა კი საბუთში შეიტანა მხოლოდ ცოტნეს ჯანმრთელობაზე ზრუნვის პუნქტები. ყველა პუნქტი, რომელიც ირიბად მაინც ეხებოდა ქონებრივ საკითხს, თუნდაც ცოტნესთვის გამოყოფილ მკურნალობის ხარჯებს, მისი მოთხოვნით ამოღებულ იქნა.

მიგვაჩნია, რომ უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირისთვის მისი ჯანმრთელობის ფაქტობრივ მეთვალყურედ მისი ქონებით დაინტერესებული და მასთან ქონებრივ სასამართლო დავებში არსებული პირის ყოფნა, (რომელთანაც საყოველთაოდ ცნობილ მკვეთრ კონფრონტაციულ ურთიერთობაშია) ყოვლად დაუშვებელია. მითუმეტეს, რომ საქართველოს სახელმწიფოს მიერ ცოტნე გამსახურდიას დაენიშნა კანონიერი მხარდამჭერი, რომელთანაც ცოტნე ,,კოლხურ კოშკში’’ ცხოვრობდა ბოლო წლების განმავლობაში მისი ჰოსპიტალიზაციის წუთამდე. ისიც აღსანიშნავია, რომ ცოტნეს კანონიერი მხარდამჭერი, ცოტნეს სამოქალაქო მეუღლე ანა ჯაბაური არის ექიმი, კლინიკის წამყვანი კარდიოლოგი, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი. მაშინ, როცა ცოტნე გამსახურდია მოკლებულია შესაძლებლობას თავად მიიღოს გადაწყვეტილება, მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ მივიჩნევთ მისი მკურნალობის, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის კონტროლს იმ ადამიანების მიერ, რომელთა მიმართაც უნდობლობას თავად საჯაროდ აფიქსირებდა. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ცოტნეს ფაქტობრივი ტყვეობიდან, სრული იზოლაციიდან დახსნა და მასთან კანონიერი მხარდამჭერის დაშვება“,-ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება90

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში გაზი აფეთქდა

დეკემბერი 17, 2025
672
მთავარი

ქუთაისში, გორაზე გაზის ბალონი აფეთქდა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. არსებული ინფორმაციით დაშავებულები სავადმყოფოში გადიაყვანეს. "საშინელი ხმა ჰქონდა , გორის ქუჩაზე გაზის ბალონი აფეთქდა . " " გაზია აფეთქებული არიან დაშავებულები...

დაწვრილებითDetails

ქურდობა საზოგადოებრივ ტრანსპორტში

დეკემბერი 17, 2025
247
მთავარი

ქუთაისში საზოგადოებრივ ტრანსპრტში კიდევ ერთი ქურდობის ფაქტი მოხდა . ამის შესახებ მოქალაქე ფეისბუქ გვერდ "სიახლე ქუთაისში • News in KuTaisi" წერს. კეთილო ადამიანებო დღეს 25 ნომერში მოიპარეს საფულე შიგნით დევს...

დაწვრილებითDetails

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმები დაუყოვნებლივ დააკმაყოფილოს

დეკემბერი 17, 2025
34
მთავარი

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად ჩიხში შევიდა მანამ, სანამ ხელისუფლება გამოავლენს მტკიცე ერთგულებას კურსის შეცვლის მიმართ და ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაუბრუნდება - საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები არ შეესაბამება ევროკავშირის მოლოდინებს...

დაწვრილებითDetails

ევროპაში პირველ ადგილზე ვართ გზებზე დაშავებულების და გარდაცვალების მაჩვენებლით- ალექსანდრე დარახველიძე

დეკემბერი 17, 2025
24
მთავარი

სამწუხაროდ, ევროპაში პირველ ადგილზე ვართ გზებზე დაშავებულების და გარდაცვალების მაჩვენებლით, თუმცა ჩვენ გვაქვს უმკაცრესი პოლიტიკა საჭესთან ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარებასთან - ვისაც ამნისტიის საფუძველზე ეპატიათ, ისინი სრულად არ თავისუფლდებიან ადმინისტრაციული სახდელისგან,...

დაწვრილებითDetails

წყალტუბოში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

დეკემბერი 17, 2025
74
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთში, გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს. სამართალდარღვევები დაფიქსირდა წყალტუბოს, ოზურგეთის, შუახევისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში. სამართალდამრღვევებმა, სპეციალური...

დაწვრილებითDetails

„ისევ დადუმდა ლანჩხუთი…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

დეკემბერი 17, 2025
586
მთავარი

სოციალურ ქსელ „ლანჩხუთში“ სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება: „ჩვენი შაკო ზენაიშვილი დააკლდა ლანჩხუთს... უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი. ვიზიარებთ ოჯახის და ახლობლების უსაზღვრო მწუხარებას“ ,- წერს ჯგუფის დამფუძნებელი.

დაწვრილებითDetails

საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავეს

დეკემბერი 17, 2025
38
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, წითელი ხიდის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „სადახლოს“ დასაცავ მონაკვეთზე უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე – 1995 წელს დაბადებული მ.ი., 2001 წელს დაბადებული ჯ.ა., 1998 წელს დაბადებული...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

დეკემბერი 17, 2025
29
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე...

დაწვრილებითDetails

“ევროკავშირი სულ უფრო მეტად ემსგავსება საბჭოთა კავშირს ” – დავით მათიკაშვილი

დეკემბერი 17, 2025
9
მთავარი

ეს არის არათანაბარი დამოკიდებულების მაგალითი, რაც კაია კალასმა საზოგადოებას აჩვენა, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია...

დაწვრილებითDetails

“თუკი ვინმე და რამე იხევს უკან თანამედროვე სამყაროში, ეს არის ევროკავშირი” – კობახიძე

დეკემბერი 17, 2025
31
მთავარი

თუკი ვინმე და რამე იხევს თანამედროვე სამყაროში უკან, ეს არის ევროკავშირი, ევროპული ბიუროკრატიის „დამსახურებით", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „პირველ არხთან“ ინტერვიუში, ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მთავრობის...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».