“ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში მთავარ პოსტულატებს აქვეყნებს. მამუკა ხაზარაძის ქვეყნის განვითარების სტრატეგიული ფაბულა 6 ძირითადი პუნქტისგან შედგება.
„დღეს რაც გვჭირდება გადაუდებლად: ქვეყანა არ ვითარდება – გვჭირდება ახალი მარშალის გეგმა, ტექნოლოგიური რევოლუცია; სულიერად გავღატაკდით – დავუბრუნდეთ ჩვენს ფესვებს (იაპონიის ფენომენი); კორუფცია ელიტური გახდა – კორუფცია ქვეყნის ღალატია, ყველა უნდა დაისაჯოს მკაცრად კანონით; სიღატაკემ და უმუშევრობამ კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია – უნდა შევქმნათ ძლიერი საშუალო ფენა; ხელმისაწვდომი ხარისხიანი განათლება და სამუშაო ადგილი უნდა ჰქონდეს ყველას; ემიგრაცია იზრდება – უთქვენოდ ვერაფერს შევძლებთ – უნდა დაბრუნდეთ; ჩამოშლილია სახელმწიფო სისტემა, ვკარგავთ მომავალს – მასწავლებელი, ექიმი, პოლიციელი უნდა გავხადოთ ყველაზე დაფასებულ და მაღალანაზღაურებად პროფესიად,“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში.