“ჭავჭავაძის რეაბილიტაციის პროექტის უკან დათო ლიკლიკაძე მოიაზრება. წლების წინ ვწერდი პრესაში, რომ სწორედ ლიკლიკაძე ამუშავებდა დედაქალაქში ქაოსისა და დაპირისპირების გეგმას. არ დამიჯერეთ. ზუსტად ახლა, როცა ეს სტატუსი იწერება, ქუთაისში იმართება საიდუმლო შეხვედრა, სადაც ლიკლილაძემ ამჯერად რუსთაველის რეაბილიტაცია მოითხოვა, რამაც სისრულეში უნდა მოიყვანოს თბილისისთვის დედაქალაქის სტატუსის ჩამორთმევის გეგმა. ონისე მელქაძემ და თემურ ცამციშვილმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს ! მალე დაიდება ფარული აუდიოჩანაწერი, სადაც ლიკლიკაძე მაგიდაზე აბრახუნებს ხელებს და ითხოვს, ხვალვე დაიწყოს რუსთაველის მეტროდან თავისუფლებამდე გზის გადათხრა ! ცუდად დაამთავრებს ეს ბიჭი რა ! დათო, თბილისთან თამაში ცეცხლთან თამაშია.” – წერს ჟურნალისტი ვახო სანაია თავის ფეისბუკზე.