ჯანდაცვის მინისტრმა ქვეყანაში კორონავირუსის ტესტების რაოდენობაზე ისარუბა. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ განაცხადა, დღეს ქვეყანაში 10 ათასზე მეტი PCR ტესტის კომპლექტია, მაისში კი მარაგი შეივსება.
ჩვენ ვაგრძელებთ მრავალსაფეხურიან ტესტირებას, რაც გულისხმობს როგორც სწრაფი ტესტებით, ასევე PCR ტესტებით ადამიანების გამოკვლევას. დღეის მდგომარეობით ჩვენ გვაქვს 10 ათასზე მეტი PCR ტესტის სრული კომპლექტაცია. ორშაბათს ველოდებით დამატებით 40 ათას ტესტს და მაისის დასაწყისში ეს რაოდენობა PCR ტესტების შეივსება 100 ათასამდე. ამ ეტაპზე ქვეყანაში უკვე გამოყენებული არის 5 ათასზე მეტი სწრაფი ტესტი და დამატებით ჩვენ კიდევ გვაქვს 9 ათასი ტესტი, რომელიც დარიგებული არის ყველა საავადმყოფოში, სადაც მიმდინარეობს როგორც პაციენტების, ასევე თანამშრომლების ტესტირება, რის შედეგადაც მერე ხდება PCR-ით გადამოწმება და საბოლოო დასტურის მიღება საეჭვო შემთხვევების.