გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ პროკურატურის მრავალი მცდელობის მიუხედავად, საქმეს მაინც ვერ ჩამოაშორებენ.
მაინც ვერაფერს ვერ ნახავთ, სულ რომ შუაზე გაიხეთ, დიდიან პატარიანად, თქვე უპატრონოებო. მაინც ვერ ჩამომაშორებთ ამ საქმეს, – ამბობს რამიშვილი.
გარდა ამისა, მიხეილ რამიშვილი ფიქრობს, რომ მისი ტელეფონიდან ინფორმაციის მითვისება უკანონობაა. ადვოკატი ამერიკის ელჩსა და საერთაშორისო პარტნიორების თხოვნით მიმართავს, დაეხმარონ მას სიმართლის დადგენაში.
ცნობისთვის, რამიშვილისთვის ჩამორთმეული ტელეფონის ექსპერტიზა ამ დრომდე არ დასრულებულა.
აქვე, მიხეილ რამიშვილის სოლიდარობის ნიშნად,სამხარაულთან მივიდნენ სხვა საქმეების ადვოკატებიც. ვასილ მამულაშვილის თქმით, საფრთხიშემცველია თუ კი პროკურატურას ადვოკატების პირად ტელეფონებზე წვდომა ექნება.
შეგახსენებთ, პროკურატურა ბაჩალიაშვილის საქმეში მტკიცებულებების შესაძლო ფალსიფიკაციის საქმეს იძიებს და რამიშვილი ამ საკითხზე მოწმედაა დაბარებული. კონკრეტულად საქმე სატელიტის ფოტოებს, რომლებზეც პროკურატურა აცხადებს, რომ კადრები დამონტაჟებული და ყალბია.
გარდა ამისა, პროკურორმა ბრიფინგზე თქვა, რომ ადვოკატის მიერ გავრცელებულ ფოტოებზე სამართლებრივი რეაგირება საგამოძიებო უწყებას აუცილებლად ექნება.
რამიშვილს აღნიშნული ფოტოები დავით ფურცხვანიძემ მიაწოდა, რომელიც მოსამართლის წინაშე უკვე დაიკითხა, როგორც მან აღნიშნა, გამოკითხვისას დაასახელა წყარო, ვინც სატელიტის ფოტოები გადასცა.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.