კორონავირუსის ვაქცინა 2020 წლის ბოლომდე გვექნება და დროთა განმავლობაში ის თითოეული ამერიკელისთვის იქნება ხელმისაწვდომი, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა.
„დღესდღეობით აშშ-ში უამრავი კომპანია მუშაობს ვაქცინის გამოცდაზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ კორონავირუსის ვაქცინა წლის ბოლომდე გვექნება“, – აღნიშნა მან.
პენსის თქმით, აშშ-ში პრეპარატის მილიონობით დოზა უმოკლეს ვადაში იქნება ხელმისაწვდომი და მას პირველ რიგში ამერიკის მოქალაქეები მიიღებენ.
ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის 5.7 მილიონზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, ვირუსს ქვეყანაში სულ მცირე 117 000 ადამიანი ემსხვერპლა.