რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან მაია ცქიტიშვილს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
“თუ გირაოთი გამოუშვებთ და ახალ წელს სახლში შეხვდებიან, ძალიან გამიხარდება” – დაზარალებული ბექა გოცირიძე მოსამართლეს
თუ გირაოთი გამოუშვებთ და ახალ წელს სახლში შეხვდებიან, ძალიან გამიხარდება, - ამის შესახებ დაზარალებულმა ბექა გოცირიძემ დაკავებულ თორნიკე თოშხუასთან და მინდია შერვაშიძესთან დაკავშირებით განაცხადა, რომელთაც მის მიმართ ჯგუფურად განხორციელებულ ძალადობას ედავებიან....










