“ვერასოდეს წარმოვიდგენდი ამ ცხოვრებას. უკეთესი და უკეთესი უნდა ყოფილი და უკეთესი და უკეთესი კი არა უარესია . მთელი დღე აგერ მათხოვარივით ვდგივარ და პურს ვერ წაიღებ სახლში. შეხვალ მაღაზიაში ერთი ლიტრა ზეთი 10 ლარია, რაის ცხოვრებაა ამნაირი? მილიარდელებიზა კაია ბებო, მოწონთ და ჩვენისთანა გლეხებიზა რაია. დაგლახავებულივიყავით და უარესად დავგლახავდით. უწინ რო მშრომობდით რამე იყო პატარა, ახლა არაფერი არაა.”-
მოხუცების ბედი საქართველოში-ქუთაისში როგორც ცენტრალურ ბაზარში ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე ხშირად შეხვედებით მოხუცებს, რომლებიც სხვადასხვა პროდუქტით ვაჭრობენ. რატომ უწევთ მათ ქუჩაში დგომა და რა აიძულებთ მოხუცებულობაში კვლავ მუშაობას- მეგა-ტვ-მა რამდენიმე მათგანი ჩაწერა და მათი ისტორიები მოისმინა
მონათხრობი ერთმანეთს გავს- ვმუშაობდით , ვიყავით დასაქმებული-ამბობენ ისინი, ზოგიც, სად და ზოგიც სად, მაგრამ ახლა ქუჩაში დგანან. მიზეზი ოჯახის დაბალი შემოსავალი და ის ზოგადი გაჭირვებაა, რამაც ასე გაიდგა ფესვი საქართველოში , რომ ამ ჭაობსს ვერა და ვერ დააღწია თავი ქვეყანამ