შუშანა ბებოს საზოგადოება სოციალური ქსელებიდან კარგად იცნობს. Tik-Tok-ზე მისი ვიდეობი დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ქალბატონი შუშანა წარმოშობით შიდა ქართლიდან გახლავთ. აგვისტოს ომის დროს მისი საცხოვრებელი სახლი ოკუპანტების კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა.
„ძალიან კარგი სოფელი გვქონდა, კარგი სახლ-კარი. აგვისტოს ომის შემდეგ ყველაფერი დარჩა იქით. ზედ რაც გვეცვა, მხოლოდ იმით გამოვიქეცით.
იმ საღამოს ამოვიდნენ ჩემი შვილიშვილები, ორი „ვილისით“, დატვირთული პროდუქტებით, იქ უნდა დაესვენათ, მაგრამ იმ საღამოს დარეკეს ასეთი ამბავი იწყებაო. იმ საღამოსვე წამოვედით, მხოლოდ ტანსაცმლით. ყველაფერი იქ დავტოვეთ.
ძალიან დავიჩაგრე. მაგ მომენტში სიცოცხლე არ მინდოდა“, – ამბობს „ფორმულასთან“ ინტერვიუში შუშანა ბებო.