,,ძლივს ,,ქოცმა” თქვა ჩავალ უკრაინაშიო (მასეთ ჩასვლას რა ვუთხარი), ოპოზიციის წარმომადგენლებმა მაგათთან ერთად არ ჩავალთო… დიდი ბოდიში, მაგათთან ერთად თქვენ არ სხედხართ პარლამენტში ?! მაგათთან ერთად არ მიეცით ლეგიტიმაცია ამ ე.წ. პარლამენტს ?!
მართლა ძალიან დაგვღალეთ ! ძალიან მომაბეზრებლები ხართ ერთნიც და მეორენიც !
თქვენს ,,დალაგებულს” ჩვენი არეული გვირჩევნია და ისე ,,ავრევთ” ყველა ქოცი და ნავაჭრ-ნაკეკლუცარი ოპოზიციონერი თავბედს იწყევლიდეთ ხალხის გაბითურების მცდელობისთვის !
რაც შეეხება საქართველოს დამფუძნებლებს, ანუ ხალხს, არცერთი ნაბიჯი უკან, აპრილის ბოლოს მოძრაობა უნდა იყოს ჩამოყალიბებული და ბარემ აქვე ვიტყვი, სიმბოლურად 26 მაისს უნდა გვცნობდეს მტერიც და მოყვარეც !”-წრრს ირაკლი ღლონტი.