თავისუფალი სტილით მოჭიდავე ლუკა მარიამიძემ ქვეყნის ახალგაზრდულ ჩემპიონატში გამარჯვება წინა დღეს ტურნირის დროს ტრიბუნაზე გარდაცვლილ მამას მიუძღვნა. ნახევარფინალური შეჯიბრების დროს მარიამიძის მამას, რომელიც შვილს ტრიბუნიდან გულშემატკივრობდა, გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა.
სპორტსმენს ფინალურ ორთაბრძოლაში მონაწილეობაზე უარის თქმა უნდოდა, თუმცა მარიამიძე ხალიჩაზე მამის ხსოვნის პატივსაცემად მაინც გავიდა და გაიმარჯვა კიდეც.
დღეს პარლამენტის ტრიბუნიდან მომხდარს და ახალგაზრდა მოჭიდავის გამარჯვებას უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა და ლუკა მარიამიძის საქციელს გმირობა უწოდა.