ჯგუფი “ბუტაფორია” რომელიც არსებობის 10 წლიან ისტორიას ითვლის , სოციალურ ქსელში ახალი კომპოზიცია “ლუდქარხანა” წარმოგვიდგინა. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ჯგუფის თითოელი წევრი გამიჯნურებულია ქუთაისზე და ყოველთვის დიდი სიამოვნებით სტუმრობენ როკის დედაქალაქს. მაშინ როცა, სოციალური დისტანცია ასე მნიშვნელოვანია, შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად მოკალათდეთ და ისიამოვნოთ ჯგუფის ახალი ნამუშევრით. გეტყვით იმასაც რომ “ბუტაფორია” 5 საინტერესო მუსიკოსს აერთიანებს- პაატა პეტრიაშვილი- ვოკალი, რატი შენგელია- რითმ გიტარა, გიორგი ნეპარიძე -დასარტყამი ინსტრუმენტი, ზურა (შრეკი) ჯილავდარი -სოლო გიტარა, ირაკლი გოგიშვილი (ხანო)- ბას გიტარა. #დარჩისახლში