ლომინას ტბასთან, გზიდან დაახლოებით ორ კილომეტრში, ახალგაზრდა მამაკაცი ხევში გადავარდა და დაიღუპა.
როგორც ,,მეგა ტვ”-ს ადგილობრივმა აცნობა, ტურისტულ ზონაში მყოფ 4 ადამიანს უამინდობის გამო გზა აებნათ, ერთი მათგანი კი სიმაღლიდან გადავარდა. მისივე თქმით, ადგილობრივებმა გადავარდნილი მამაკაცის პოვნა გვიან ღამით მოახერხეს, სამწუხაროდ, ის გარდაცვლილი იყო.
როგორც გაირკვა, ჭექა-ქუხილის და ნისლის გამო, სტუმრებმა ავტომობილით გზით გაგრძელება ვეღარ შეძლეს და ფეხით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა.